საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მიმდინარე წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე, ჩანიშნულია სამუშაო შეხვედრა:
ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის!
შეხვედრას დაესწრებიან ცენტრალიზებულად შემუშავებული ინსტუმენტების შექმნის პროცესში ჩართული პროფესიული მასწავლებლები,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიის ადმინისტრაცია.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია:
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ცენტრალიზებულად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა
შეფასების ინსტრუმენტების შექმნაზე საერთო ხედვის ჩამოყალიბება
თითოეული პროგრამის ფარგლებში, მოდულის განმახორციელებელი პირების კონსულტირება შეფასების ინსტრუმენტებთან დაკაშირებით.
შეხვედრას წარუძღვებიან ამ პროცეში ჩართული დარგისა და განათლების ექსპერტები.