საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მიმდინარე წლის 21 იანვარს უცხოელი სტუდენტებისთვის,
რომლებიც სწავლას აკადემიის ინგლისურენოვან პროგრამაზე იწყებენ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აკადემიის წარმომადგენლებმა უცხოელ სტუდენტებს გააცნეს მიმდინარე აქტუალური საკითხები.
აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
აკადემიის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მიღწევები.
აკადემიის დირექტორმა უცხოელ სტუდნეტებს გააცნო აკადემიის სერვისები და მარეგულირებელი დოკუმენტები.
შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობები.
შეხვედრის ბოლოს უცხოელ სტუდენტებს გადაეცათ აკადემიისგან სიმბოლური საჩუქრები.