ტრენინგი მხოლოდ საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის
მომზადება/გადამზადების სახელმწიფო პროგრამების
დამამთავრებელი კურსის მსმენელებისთვის:
ტრენინგის თემა: „ პიროვნული განვითარება და კარიერის დაგეგმვა“
ტრენინგის მიზანია:
მომზადება/გადამზადების სახელმწიფო პროგრამების მსმენელთა კარიერული მხარდაჭერა,
მსმენლებისთვის ისეთ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება როგორებიცაა:
დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ბაზარზე
როგორ მივიძიოთ ინფორმაცია ჩვენთვის სასურველ პოზიციებზე
როგორ დავგეგმოთ ჩვენი კარიერა ისე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი და ვიყოთ კმაყოფილი იმით რასაც ვაკეთებთ
როგორ განვითარდეთ რომ მუდმივად კონკურენტუნარიანი ვიყოთ შრომის ბაზარზე
რას ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობებს და როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი ჩვენით
შეხვედრა გაიმართება ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, შეხვედრის ლინკი მსმენელებს გაეგზავნებათ ელ.ფოსტაზე.
დრო: 20 თებერვალი, 15:00 სთ
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2,5 სთ
ტრენინგს წარუძღვება პროფესიული გადამზადების და დასაქმების კუთხით ოცწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი/მრჩეველი დასაქმების საკითხებში – ირმა ქორთუა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით email: pr@sba.edu.ge 568301590