”ესეებისა და ჩანახატების კონკურსის” გამარჯვებული ჩანახატი

”ესეებისა და ჩანახატების კონკურსის” გამარჯვებული ჩანახატი

🔵საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის კამპანია #გამოხატე ფარგლებში გამოცხადებული ჰქონდა
✔️”ესეებისა და ჩანახატის კონკურსი”
‼ გაიმარჯვა ლევან სესიაშვილის ჩანახატმა
👇თემაზე:
”ბევრი შეცდომა დავუშვი-
წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე”
 
კაცობრიობის გაჩენის დღიდან დღემდე ასე ხდებოდა და ასე გრძელდება დღესაც, 21-ე საუკუნეშიც, ზოგი სხვის შეცდომებზე სწავლობს ზოგი კი ჩემსავით საკუთარ შეცდომებზე.
რაამდენიმე წლის უკან მეგონა, რომ წარსულით უნდა მეცხოვრა და მომავალი არ მქონდა. ვფიქრობდი ამას ვერ გავექცეოდი და წარსულის შეცდომები მომავალზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. მეშინოდა ისევ არ დამეშვა შეცდომები. მომავალზე და წინსვლაზე ვერც კი ვფიქრობდი, მაგრამ ოჯახმა ნაბიჯი გადამადგმევინა წინსვლიკენ. ჩემი პირველი ნაბიჯი მომავლისაკენ სამსახურის დაწყება იყო. პირველად ჩვეულებრივი მუშა ვიყავი, სანტექნიკას და ცენტრალურ გათბობას ვამონტაჟებდი ამავდროულად ვსწავლობდი ამ სპეციალობას. რაღაც პერიოდის შემდეგ რესტორანში დავიწყე მუშაობა მიმტანად, სადაც წარმატებას მივაღწიე და დამაწინაურეს. ამ ერთმა პატარა ნაბიჯმა მიმახვედრა, რომ წინ მივდიოდი და მომავალზე ფიქრებიც გაჩნდა. შემდეგ საქართველოს ბიზნესის აკადემიაში ჩავირიცხე. ეს უფრო დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა წარმატებისაკენ და თანდათან საკუთარი თავის რწმენა გამიჩნდა.
სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ერთ ადგილას ვტივტივებდი. როდესაც მუშაობა დავიწყე დილაობით სამსახურში მივდიოდი ის ბიჭები მხვდებოდნენ ვისთან ერთადაც ერთ დროს ვმეგობრობდი და „ვბირჟაობდი“ გაოცებულები მიყურებდნენ და შურიანი თვალებით მაცილებდნენ. ერთხელაც დასვენების დღეს მათ მოსანახულებლად გავედი, ვეცადე დავლაპარაკებოდი და დამერწმუნებინა ისინიც შეეცვალათ ცხოვრების სტილი და მუშაობა დაეწყოთ ჩემსავით. რამდენიმე დღეში ერთ- ერთი ავტობუსში შემხვდა და მადლობა გადამიხადა იმისათვის რომ ჩემმა საუბარმა მუშაობის დაწყება გადააწყვეტინა. არასასურველი, შეცდომებით სავსე წარსული კი უკან მოიტოვა რამაც თვითონაც სიამოვნება მოჰგვარა და ოჯახიც გაახარა. ამ ამბავმა ბედნიერად მაგრძნობინა თავი და მივხვდი, რომ „წარსულით ვსწავლობთ მაგრამ არ უნდა ვიცხოვროთ“. მყავს მეგობრები რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ და წარმატებისკენ მიისწრაფიან. ჩემს ერთ-ერთ მეგობარზე მინდა გიამბოთ, რომელიც ჩემი კლასელი იყო და დღეს ჩემთვის ძმასავითაა, წარსული კი საკმაოდ მძიმე და რთული ჰქონდა. თურმე დედა მის მშობიარობას გადაყოლია, მან კი ეს არ იცოდა, როდესაც ეს შეიტყო ძალიან განიცადა, კლასში ჩუმად, თავისთვის იჯდა ხოლმე. არავის ეკონტაქტებოდა, არც ხმას იღებდა და ვერ გრძნობდა მის ირგვლივ რა ხდებოდა. მასწავლებელმაც გვთხოვა ყურადღება მიგვექცია და გამოგვეყვანა მდგომარეობიდან. რამდენიმე დღეში დაიწყო კიდეც გარეთ გამოსვლა სეირნობა მაგრამ მალევე უთანხმოება მოუვიდა მეგობრებთან, რასაც ქუჩური გარჩევები მოჰყვა. იმ პერიოდში მეც იმ ცხოვრებით ვცხოვრობდი და როგორც იტყვიან სიტყვა მეთქმოდა ჰოდა მეც გადავწყვიტე გვერდში დავდგომოდი. ეს პრობლემა მოვაგვარეთ, მაგრამ ხშირად ჰქონდა სტრესული შეტევები რაც უფრო რთული გადასალახი აღმოჩნდა. ბევრჯერ მიფიქრია თავს დავანებებ თქო მაგრამ ძალიან ჭკვიანია, მენანებოდა და გავგრძელე ბრძოლა,ამასობაში ძალიან დავახლოვდით,საუკეთესო მეგობრები გავხდით. მივხვდი მუდმივად წარსულში იქექებოდა და წარსულზე ფიქრით ცხოვრობდა, საჭირო იყო ნაბიჯი გადაედგა მომავლისაკენ. ჩვენ ეს ერთად შევძელით რომლითაც იმაზე მეტი ვისწავლეთ რასაც წიგნებშიც კი ვერ ამოვიკითხავდით ალბათ. არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც მან ძმაკაცი კი არა ძმა დამიძახა. დღეს ის წარმატებულია, წარსული არ ავიწყდება მაგრამ მომავლით ცხოვრობს.
ხშირად მახსენდება ერთი ჩემი ახლობლის სიტყვები, რომელიც ჯარში მსახურობს, მას ბევრი ომი უნახავს და ავღანეთშიც მსახურობდა როდესაც ვკითხე თუ რახდებოდა ავღანეთში მითხრა _“ის წარსულია ჩვენ კი აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ და ვიფიქროთ მომავალზე“. ეს კიდევ ერთი მინიშნება იყო ჩემს ცხოვრებაში .
ბევრს ვფიქრობდი წარსულსა და მომავალზე, ჩემთვის რთული პერიოდის შემდეგ ხატვა დავიწყე. მანამდეც ბევრჯერ მომეცა ამის შანსი მაგრამ შემეშინდა ,ვერ გავბედე რატომღაც, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. მახსენდება ცნობილი ფრანგი მხატვარი ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო, რომელიც დღეს გენიოს მხატვრად არის აღიარებული. ის წარსულით არასდროს ცხოვრობდა, როდესაც ხატვა დაიწყო მას აკრიტიკებდნენ, მის ნახატებს შეურაცხმყოფას აყენებდნენ მაგრამ რუსო მათ ყურადღებას არ აქცევდა განაგძობდა ხატვას. რამოდენიმე ხანში ჟულიენი გენიოსად აღიარეს რადგან მას უსაზღვრო ფანტაზიის უნარი და უდიდესი ნიჭი ჰქონდა. მხატვარს წინსვლისაკენ ნაბიჯი რომ არ გადაედგა და გამოფენა არ მოეწყო შესაძლოა უბრალო ადამიანად დარჩენილიყო და ვერც ვერავინ გაიგებდა ასეთი გენიოსი ადამიანის შესახებ. არის ერთი ნიუანსი მხატვრისთვის სრულყოფილი ნახატი არ არსებობს, რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ მხატვარი როდესაც ხატავს შესაძლოა თავის წაროსახვით უნარში ნახატი დაასრულოს მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევ იმ ნახატს დაუბრუნდეს და სრულიად შეცვალოს იგი. ამიტომ წარსული მხატვრისთვის რაღაც კუთხით მნიშვნელოვანია. ასეა პროზასა და პოეზიაშიც ისინი წარსულით წერენ მაგრამ მომავლით ცხოვრობენ . სიყვარულშიც არსებობს იმედგაცრუება რომელიც უბრალოდ წარსულს უნდა მიეცეს და მხოლოდ გაკვეთილად გამოვიყენოთ, არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენს წარსულს ხელი შეგვიშალოს მომავლის შექმნაში.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემს ცხოვრებაში ბევრი მინიშნებები იყო. რამდენიმე დღის წინ ჩემს საყვარელ ლექტორს და უკვე ჩემს მეგობარს ვესაუბრე. ჩვენ ზოგადად ცხოვრებაზე ვსაუბროდით, მან მითხრა_“ წარსული დაივიწყე მაგრამ შეცდომები არა. ”გაიხედე წინ და თამამად გადადგი ნაბიჯიო“ ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა და დავრწმუნდი , რომ არ გავჩერდები და არ ვიცხოვრებ წარსულით. ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი კონკურსში მონაწილეობა, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა და სიმართლე გითხრათ ახლაც მეშინია მაგრამ მახსენდება ისევ იგივე მეგობარი ლექტორის სიტყვები „ მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვებაო“. მივხვდი თუ არ გაბედე ყოველთვის შეგეშინდება და უკან დაიხევ .
მე, დღეს ბედნიერი ადამიანი მოგმართავთ ყველას გადადგი ნაბიჯი წინსვლისაკენ, ეცადე, გაბედე, ისწავლე და გაიგე მეტი ცხოვრებაში. მიუხედავად წარსულის შეცდომებისა წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე….