საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA –ის დირექტორმა ია ერაძემ მონაწილეობა მიიღო სკოლის ხელმძღვანელთა საერთაშორისო კონფერენციაზე „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“
კონფერენცია ორგანიზებული იყო ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესის მიერ, სადაც მონაწილეობას იღებდა ასამდე მონაწილე, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო პარტნიორი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
როგორ ვაქციოთ დისტანციური სწავლების გამოწვევები პროგრესის შესაძლებლობებად
ინკლუზიური განათლების გამოწვევები ონლაინ სწავლების პირობებში
დისტანციური მართვის გამოწვევები და უპირატესობები
კომუნიკაცია და თანამშრომლობა ელექტრონული მმართველობისას
განხორციელებული ონლაინ პროექტები და აქტივობები
ონლაინ სწავლების დაგეგმვა, პროცესი და მართვა
კონფერენციის მიზანი საუკეთესო გამოცდილების გაზიარება გახლდათ, რომელზეც საინტერესო თემები და გამოცდილება უცხოელმა პარტნოორებმა წარმოადგინეს.