მიმდინარე წლის 22 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სხდომა, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ პროფესიული სტუდენტისთვის, პროგრამა დუალური სწავლების მიდგომით განხორციელდა.
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლოში შედიოდნენ როგორც, აკადემიის
ასევე, პარტნიორი საწარმოს აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის“ დარგის სპეციალისტები.
აკადემიამ ერთ-ერთმა პირველმა, განახორციელა დუალური სწავლების მიდგომით ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აუდიტორულ კომპანია „ფინანსური ოფისთან“ ერთად
სასიხარულო და საამაყო ფაქტია, რომ პარტნიორმა საწარმომ კურსდამთავრებული პროფესიული პროგრამის დასრულებისთანავე დაასაქმა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას მოახსენებს აუდიტორულ კომპანია „ფინანსური ოფისს“ ღირსეული პარტნიორობისათვის და ლია აფციაურს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.