საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აგრძელებს განვითარებას და მორიგი სასიამოვნო სიახლის შესახებ გაცნობებთ!
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიას, ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების კომპონენტი,
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდა.
აღნიშნულ პროგრამაზე არსებული ქვოტა გასულ წელს სრულად შეივსო, შესაბამისად პროგრამის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით აკადემიამ დამატებით შეიძინა საჭირო აღჭურვილობა, გააფორმა ხელშეკრულებები, პრაქტიკის გატარების შესახებ, პარტნიორ დაწესებულებებთან და წარმატებით გაზარდა ქვოტა.
პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ვულოცავთ ამ წარმატებას!