საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანაშრომლობას
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობაში მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობა, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
2021 წლის 14 აპრილს ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, მართავს
საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ სტუდენტურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი სალომე ყურაშვილი, თემით: დუალური სწავლების როლი ბუღალტერიის პროფრესიის განვითარებაში.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსით საქართველოდან მიწვეულია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის დირექტორი
ია ერაძე.