საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას!
დღეს, მიმდინარე წლის 2 ივნისს, აკადემიასა და ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს შორის ხელშეკრულება გაფორმდა!
“ქართულ – ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ წარმოადგენს მულტიპროფილურ კლინიკას და უზრუნველყოფს, როგორც სადიაგნოზო ასევე სამკურნალო სადღეღამისო მომსახურებას ყველა ბაზისური სტაციონარული სამედიცინო სერვისის მიმართულებით”.
აღნიშნული თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს
საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტების რეალურ სამუშაო გარემოში განხორციელება.
აკადემია “ქართულ – ჰოლანდიურ ჰოსპიტალთან“ აქტიური თანამშრომლობით მოახდენს პროფესიულ სტუდენტთა ჩართვას რეალურ სამუშაო გარემოში,
ასევე აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიის სტუდენტთა დასაქმებას.