მიმდინარე წლის 2 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემიას (საქართველო), მიშელ ბალუდანსკის აკადემიურ საზოგადოებასა(სლოვაკეთი) და ჩერნიშევის სახელობის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნულ ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს Erasmus + პროგრამის ფარგლებში. Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.
„ხელშეკრულების ფარგლებში აკადემიის სტუდენტებს სრულიად უფასოდ მიეცემათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცალკეული სასწავლო კომპონენტების გავლის შესაძლებლობა“- განაცხადა SBA-ის წარმომადგენელმა, ბატონმა ბადრი გეჩბაიამ, რომელმაც აკადემიის მხრიდან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.