მე-3 და მე-4 დონის პროგრამებზე აპლიკანტთა განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა!

მე-3 და მე-4 დონის პროგრამებზე აპლიკანტთა განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-3-და მე-4 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ‼️
🔵აპლიკანტები, რომლებიც არ/ვერ გამოცხადდნენ აკადემიის მიერ ორგანიზებული ტესტირების/შეფასების მათთვის განკუთვნილ ძირითად თარიღში, უფლება აქვთ
მოითხოვონ განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში თუ:
ა) ძირითად თარიღს ემთხვევა აპლიკანტის შეფასება მის მიერ არჩეული სხვა პროგრამის
მიზნებისათვის;
ბ) აპლიკანტი ჯანმრთელობის ან ოჯახური მდგომარეობის გამო მოკლებულია ძირითად
თარიღში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
გ) აპლიკანტი პანდემიის ან გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო მოკლებულია ძირითად
თარიღში შეფასების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას;
✔️განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის მოთხოვნით, აპლიკანტმა არაუგვიანეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი შერჩევის ეტაპის დასრულებამდე ათი სამუშაო დღით ადრე განცხადებით უნდა მიმართოს
აკადემიას და განცხადებას დაურთოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი შესაბამისი დასაბუთებით
♻აპლიკანტის განცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 10 სექტემბერი.
‼დამატებითი ინფორმაციისთვის :
➡️დაგვირეკეთ: 599 97 57 72;
➡️მოგვწერეთ: info@sba.edu.ge
➡️ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
➡️ვებ გვერდი: www.sba.edu.ge