
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დაგეგმილია ტრენინგი ინტეგრირებული მოდულის მასწავლებლებისთვისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თემაზე:

ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების საფუძველზე კოლეჯის კურიკულუმის შექმნა და განვითარება!

ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორებიცაა:

ზოგადი მიზნების კოლეჯის კურიკულუმის მიზნებთან ადაპტირება;

საკლასო აქტივობების და დავალებების ტიპების დასახული მიზნების შესაბამისად შერჩევა;

მიზნების შესაბამისად დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის ელექტრონული/ციფრული რესურსების მოპოვება) და მიზნობრივად გამოყენება;

განმავითარებელი შეფასების წარმოების სწავლება (სოლო ტაქსონომიის გამოყენებით).

შეხვედრას წარუძღვება სკოლამდელი და ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი – ნიკო სილაგაძე

შეხვედრა გაიმართება ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, შეხვედრის ბმული მონაწილეებს გაეგზავნებათ ელ.ფოსტაზე.

დრო: 13 ოქტომბერი, 18:00 სთ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

995 032 240 34 40 (109)

email: office@sba.edu.ge