მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ჩატარდა ტრენინგი ინტეგრირებული მოდულის მასწავლებლებისთვისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის თემაზე:
ინტეგრირებული ზოგადი მოდულების მოთხოვნების საფუძველზე კოლეჯის კურიკულუმის შექმნა და განვითარება!
ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა:
ზოგადი მიზნების კოლეჯის კურიკულუმის მიზნებთან ადაპტირება;
საკლასო აქტივობების და დავალებების ტიპების დასახული მიზნების შესაბამისად შერჩევა;
მიზნების შესაბამისად დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის ელექტრონული/ციფრული რესურსების მოპოვება) და მიზნობრივად გამოყენება;
განმავითარებელი შეფასების წარმოების სწავლება (სოლო ტაქსონომიის გამოყენებით).
შეხვედრას წარუძღვა სკოლამდელი და ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი – ნიკო სილაგაძე
შეხვედრა გაიმართა ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე.