მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
პილოტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.
საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლოში შედიოდნენ როგორც, აკადემიის ასევე, პარტნიორი ორგანიზაციის შპს სქაინეთ დისტრიბიუშენის წარმომადგენლები.
აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარებაში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას მოახსენებს შპს სქაინეთ დისტრიბიუშენს ღირსეული პარტნიორობისათვის, ხოლო სტუდენტებს ულოცავს კვალიფიკაციის მინიჭებას, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს!