2021 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა!
დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და ადამიანური რესურსების მართვის HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართა.
დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA დირექტორმა ია ერაძემ,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ
კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ
ადამიანური რესურსების მართვის HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა სერგო ნოზაძემ.
გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 25-მდე დამსაქმებელმა ორგანიზაციამ , რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს 200-ზე მეტი აქტიური ვაკანტური ადგილი. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, ლოგისტიკის და სხვა სფეროდან.
სამუშაოს მაძიებლებმა მოახდინეს კომუნიკაცია და გასაუბრება გაიარეს პოტენციურ დამსაქმებლებთან.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი, სამუშაოს მაძიებელთათვის ერთ სივრცეში, ერთდროულად გაცნობოდნენ სხვადასხვა შეთავაზებას და ეპოვნათ მათთვის შესაფერისი სამუშაო ადგილი.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მადლობას უხდის ფორუმში მონაწილე დამსაქმებლებს ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის:
პსპ ფარმა; Greenway Logistic; ბუღალტერთა კავშირი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, ფოლადის სახლი, პური გულიანი, რიგი გასტროდუქანი, ქებული კლიმატი.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახური მუდმივად ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე და წარმატებებს უსურვებს მათ.