2021 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა!
აღნიშნული ღონისძიება საკონსულტაციო საორიენტაციო ხასიათს ატარებდა.
აკადემიის დირექტორმა, ია ერაძემ, სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და გააცნო დაწესებულების მისია, ხედვები და ღირებულებები, მისიის გაცნობა სტუდენტებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.
ღონისძიებაზე აკადემიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს აკადემიის მუშაობის სპეციფიკა, მარეგულირებელი დოკუმენტები და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიებას დაესწრო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანი დალაქიშვილი.
ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებით
აკადემიის დირექტორმა ღონისძიების ფარგლებში პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ნატა ჩხაიძესა და ნათია გაჩეჩილაძეს გადასცა ჯილდო პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის განვითარებაში მიღებული დამსახურებისთვის.
ასევე კუთვნილი ჯილდო გადაეცათ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გამართული პროფესიული განათლების მასწავლებელთა მე-III ეროვნული კონფერენციის მონაწილეეებს გიორგი გაბედავას, ირმა ქორთუასა და თამრიკო ხობელიას.
ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, კოვიდ რეგულაციების დაცვით.
ღონისძიების მეორე ნაწილი სასიამოვნო მელოდიებით გაგვილამაზა გიგი პიანომენმა.
ტრადიციულად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და აღიმართა დროშები, რომელიც აკადემიის მასწავლებელმა და სტუდენტებმა შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს მათთვის სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!
+46
9468
ადამიანი მოიცვა
1568
Engagements
პოსტის რეკლამირება
თქვენ და 137 სხვა
28 კომენტარი
21 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება