მიმდინარე წლის 6 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -ში ტრენინგი ჩატარდა თემაზე:
ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში!
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, კოორდინაცია, თანამშრომლობა;
ტრენინგს წარუძღვა:
ბავშვთა ფსიქოლოგი,
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის , სკოლამდელი განათლების პროფესიული მასწავლებელი,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩიბუხაშვილი!
ტრენინგი წარმოადგენდა დამატებით შესაძლებლობას SBA-ის მსმენელთათვის, რომლის მიზანი იყო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება პროფესიული მიმართულებით!