დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-მ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
საქართველოს უსინათლოთა კავშირი აერთიანებს 3500-მდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირს.
კონცერტში მონაწილეობდნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლები.
აკადემიის სტუდენტებმა საახალწლო განწყობა შეუქმნეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს, ტკბილეულით დააჯილდოვეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ულოცავს საქართველოს უსინათლოთა კავშირს იუბილეს, უსურვებს სიძლიერეს და წარმატებულ საქმიანობას.