საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA არ წყვეტს განვითარებაზე ზრუნვას!
აკადემიამ წარმატებით მოიპოვა კიდევ ერთი პროფესიული მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.
,,გერიატრიული ასისტენტი”
პროგრამა განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც ექნება სურვილი შეიძინონ გერიატრიული ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარჩვევები.
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.