საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”.
აღნიშნულ პროექტში აკადემიამ გერმანელ პარტნიორ BBS Wechloy-სთან ერთად განხორციელებული პროექტი წარმოადგინა – ერთად შექმნილი სიმღერა სახელწოდებით “Gemeinsam”, რომელიც მიმდინარე პანდემიის პირობებში შეიქმნა.
ერთიბლივად შექმნილ პროექტს ჟიურმა მე-8 ადგილი მიანიჭა.
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი განსაკუთრებული წვლილისთვის გლობალური პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისა და სამაგალითო ძალისხმევისთვის.
აკადემიამ ასევე მიიღო ჟიურისაგან უკუკავშირი, სადაც საუბარია მათ შეფასებებზე ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით.
უკუკავშირი ხსნის აკადემიისა და BBS Wechloy-ს მიერ განხორციელებული პროექტის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პროექტი სამაგალითო კონტრიბუციაა საერთაშორისო პარტნიორობის თვალსაზრისით, რომელიც არის დაძლეული კრიზისის სანიმუშო მაგალითი.