საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა,
კლინიკური მოდულების განხორციელების პერიოდში წარმოშობილი გამოწვევებისა და ახალი სასწავლო პერიოდის დაგეგმვასთან დაკავშირებით;
შეხვედრას ესწრებოდა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექთანი – მარინე მუშკუდიანი.