საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადიოებასთან (GIZ)
შრომის უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის მიმართულებით!
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიას საჩუქრად გადაეცა სახელმძღვანელოები
შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში!
სახელმღვანელო დაფუძნებულია ეროვნულ კანონმდებლობასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელშიც მოცემულია ყველა ძირითადი ასპექტი სამშენებლო უსაფრთხოებისა.
შეგახსენებთ რომ აკადემია 2019 წლიდან ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჯამში გადამზადდა 300-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
აკადემია მადლობას უხდის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითაც შეიქმნა აღნიშნული სახელმძღვანელო.