აკადემიის სტუმარი

აკადემიის სტუმარი

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სტუდენტთა ინიციატივით დაგეგმილია მორიგი შეხვედრა აკადემიის სტუმართან.
👉ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდება ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე.
✅შეხვედრა მიზნად ისახავს ლოგისტიკის მიმართულებით დარგში არსებული სიახლეების გაცნობას ლოგისტიკის სტუდენტებისთვის, რომელიც გაიმართება დისტანციურად მიმდინარე წლის 22 თებერვალს 16:00 საათზე.
🚛საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები.
➡️გიორგი დობორჯგინიძე GLA-ს თანადამფუძნებელი და მისი თავმჯდომარეა. როგორც ლოგისტიკის დარგის ერთ-ერთ პიონერს, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თანამედროვე ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში.
➡️ ბ-ნ გიორგის მოპოვებული აქვს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლოგისტიკაში. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდგომ იგი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში წამყვან კონსულტანტად მოწინავე საკონსულტაციო კომპანიებში- Dornier Group, SCI Verkehr.
📍მას აქვს 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მენეჯმენტში. 2007 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და 2015 წლამდე იყო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ერთ-ერთი წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის Transcare-ს მმართველი პარტნიორი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
➡შეხვედრის ბმული სტუდენტებს გაეგზავნებათ Email-ზე 15 წუთით ადრე.
➡დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
➡ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22,
➡032 240 34 40; 032 240 33 40
➡ ან მოგვწერეთ: PR@sba.edu.ge