მიმდინარე წლის 22 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სტუდენტთა ინიციატივით
დაგეგმილი შეხვედრა გაიმართა!
ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე.
შეხვედრის თემას წარმაოდგენდა საქართველოში ლოგისტიკის მიმართულებით განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები.
შეხვედრას ჰქონდა ინტერაქციული ხასიათი, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები, დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები, რაზეც ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიიღეს მოწვეული სტუმრისგან.
აკადემია მოუწოდებს სტუდენტებს ინიციატივების აქტიურად წარმოდგენისკენ, რაშიც მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას უხდის ბატონ გიორგის და უსურვებს წარმატებებს!!!