საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში
„2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“
კონკურსი გამოცხადებულია გლობალური ორგანიზაციის T4 Education-ის მიერ, რომელიც მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
აღნიშნული კონკურსი ემსახურება საუკეთესო პრაქტიკების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას სხვადასხვა ნომინაციებში.
კონკურსი მოიცავს ოთხ ნომინაციას,
აკადემია იღებს მონაწილეობას „საზოგადოებრივი თანამშრომლობის“ მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე განათლების ხელმისაწვდომობის ჭრილში.
აკადემიამ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გასულ წლებში, შესაბამისად სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის T4 Education-ის მიერ იქნა შემოთავაზებული კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
აკადემიის გუნდი გამოთქვამს იმედს, რომ SBA კვლავ წარმატებით წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსში.