ევროპის ხარისხის ნიშნის გადაცემა

ევროპის ხარისხის ნიშნის გადაცემა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის, პროფესიული განათლების განმახორციელებელი 6 კოლეჯის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ EFQM-ის კონსულტანტ დოქტორ სიუზან კალდშმიტთან ერთად საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ს ხარისხის ევროპული ნიშნის სერტიფიკატი გადასცა.

აკადემიამ დანერგვის პროცესში ხარისხის სრულყოფის სამი პროექტი განახორციელა. აკადემიის დირექტორმა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, რომ EFQM სერტიფიკატი აკადემიისთვის მნიშვნელოვანი ჯილდოა და SBA კვლავაც გააგრძელებს გზას ხარისხის სრულყოფისა და წარმატებისკენ.

აკადემია ულოცავს კოლეგებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას

.12471376_1099373240097367_8359665101632918779_o