მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ გერმანელი პარტნიორები.
ოლდენბურგის პროფესიული სწავლების ცენტრის BBS Wechloy-ს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანიის საგანმანთლებლო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრა იყო ინტერაქციული ხასიათის და წარიმართა კითხვა პასუხის ფორმატში.
აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებსა და პროფესიული განათლების მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა უცხოელი პარტნიორებისთვის დაესვათ შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე და მიეღოთ ამოწურავი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.