საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში CISCO ACADEMY-ის ბაზაზე ცხადდება მიღება IT Essentials: PC Hardware and Software კურსზე
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში CISCO ACADEMY-ის ბაზაზე ცხადდება მიღება
IT Essentials: PC Hardware and Software კურსზე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესის კადემია – SBA პირველი კერძო კოლეჯია, რომელმაც საკუთარ ბაზაზე დააფუძნა „CISCO ACADEMY“ და დაინტერესებულ პირებს IT მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
SBA საზოგადოებას სთავაზობს:
CISCO-ს სასერტიფიკაციო კურსებს;
CISCO-ს პროგრამაში გამოცდების ორგანიზებას;
ლიცენზირებული საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემას.
აღნიშნული ონლაინ კურსი საშუალებას მოგცემთ სრულყოთ თქვენი ცოდნა, რომელიც აუცილებელია აიტი სფეროში ტექნიკოსის სამუშაოების შესასრულებლად.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე, ყოველდღე 4 საათი შაბათ კვირის გარდა;
კურსი განხორციელდება: ჰიბრიდული სწავლებით;
კურსის გავლისას გექნებათ როგორც თეორიული,ისე პრაქტიკული მეცადინეობები, Quiz-ებთან მუშაობა;
კურსის ღირებულება: 600 ლარი.
აღნიშნული კურსი აკადემიის IT მიმართულების სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა!
აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია დასრულდება 2022 წლის 20 ნოემბერს.
სწავლა დაიწყება 2022 წლის 22 ნოემბერს.
სასწავლო კურსთან დაკავშირებით ჩანიშნულია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც მოგეწოდებათ ინფორმაცია კურსის მიმდინარეობის, ტექნიკური საკითხებისა და სხვა თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ დარგის წამყვანი სპეციალისტისგან.