მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ბიზნესის განვითარება გლობალური ეკონომიკის პირობებში“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ,როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საბაკალავრო და პროფესიული პროგრამის სტუდენტები
აღნიშნული კონფერენციის თემატიკა შემდეგ მიმართულებებს შეეხებოდა:
1. ფინანსური პოლიტიკა, თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები
2. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები სამეწარმეო საქმიანობაში
3. სოციალურ-კულტურული კომუნიკაციის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის პირობებში
4. განათლების სისტემის განვითარების პრობლემები
5. ბიზნესის განვითარების პრობლემები
6. ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი პრობლემები
7. საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენება ეკონომიკასა და ბიზნესში
8. ნაციონალური ტურიზმის განვითარების ასპექტები გლობალიზაციის პირობებში.
კონფერენციის ბოლოს, მონაწილეებმა სიმბოლურად საკუთარი ხელმოწერები დატოვეს კონფერენციის ბანერზე, რომელიც აკადემიის ისტორიის ნაწილი გახდება.
კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცა, მონაწილე სტუდენტებს კი სერტიფიკატები გადაეცათ