საგრანტო კონკურსის დაჯილდოება

საგრანტო კონკურსის დაჯილდოება

მიმდინარე წლის 8 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ( MCA- Georgia) – საქართველოსა და პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის ფარგლებში, სასტუმრო თბილისი მარიოტში ჩატარდა განათლების რეფორმის ბლოკის „საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროფესიული განათლებისა და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისობაზე, სამეწარმეო განათლების მხარდაჭერასა და დუალური განათლებისთვის კერძო სექტორის მომზადებაზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე მთვარი აქცენტი გაკეთდა დუალურ და სამუშაოზე დაფუძნებულ განათლების მოდელებზე, ბაზრის მოთხოვნის შესბამისად, ინვესტორებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, ახალი/თანამედროვე პროფესიების დანერგვაზე.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემიონია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, რომელმაც, წარდგენილი პროექტით „შეფასების ინსტრუმენტების განხორციელება“, მოიპოვა გამარჯვება და გადაეცა სერტიფიკატი პროფესიულ განათლებაში ინდუსტრიის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის.

აკადემია ულოცავს კოლეგებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

 

DSC06875