ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი

ამირან ერაძე

ამირან ერაძე არის განათლების მენეჯმენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია აკადემიური ხარისხები საჯარო მმართველობასა და განათლების ადმინისტრირებაში. იგი არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი, რაც ადასტურებს მის კვალიფიკაციას საგანმანათლებლო სექტორში. 

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც მან მიიღო საფუძვლიანი გამოცდილება განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მართვის მექანიზმების განვითარებაში. 

ამირან ერაძის კომპეტენცია პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში გამოიხატება მის აქტიურ თანამშრომლობაში ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს წითელი ჯვარი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია და სხვა პროფესიული გაერთიანებები. მისი საქმიანობა მოიცავს სასწავლო პროგრამების და საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, აგრეთვე საორგანიზაციო პროცესების გაუმჯობესებას. 

საქართველოს ბიზნესის აკადემია–SBA-სთან ამირან ერაძე 2024 წლიდან თანამშრომლობს, სადაც მისი ექსპერტიზა და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებაში და სასწავლო პროცესის უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფაში.