logo

არაფორმალური განათლების აღიარება

ადამიანი საკუთარი ცოდნისა და უნარების უდიდეს ნაწილს არაფორმალური განათლების გზით იღებს. განზრახ თუ გაუცნობიერებლად ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად ჩართულია „ცხოვრების სკოლაში“. არაფორმალური განათლების მიღება ხდება სხვადასხვა ორგანიზებული, სტრუქტურირებული ტრენინგების მეშვეობით, რომლებიც არ ხორციელდება ავტორიზებული/ოფიციალური სკოლების, კოლეჯების ან უნივერსიტეტების მიერ. ეს შესაძლოა იყოს სასწავლო ცენტრების ან ცალკეული ტრენერების მიერ ორგანიზებული კურსები, ენის კურსები და სხვა ტიპის ტრენინგები. ასევე, არაფორმალური განათლების მიღების უმნიშვნელოვანესი ფორმაა ინფორმალური სწავლა, რომლის შეძენაც ნებისმიერ დროსა და ადგილზე ყოველდღე ხდება: მეგობრებთან, მშობლებთან თუ კოლეგებთან საუბრისას, სოციალური მედიის მეშვეობით, ფილმების ყურებით, მუშაობის პროცესში, სხვადასხვა პრობლემებთან შეჭიდებისას, ანუ ის რაც “ცხოვრებამ გვასწავლა”. დღეისათვის ქვეყანაში ბევრი თვითნასწავლი სპეციალისტია, რომლებიც პრაქტიკულად საქმიანობენ, თუმცა, ამ საქმიანობის მიმართულებით, რაიმე ფორმალური განათლება არ მიუღიათ და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გააჩნიათ.

თუ ადამიანს გააჩნია არაფორმალური განათლება სწავლის იმ სფეროებში, რომელსაც აკადემია ახორციელებს და სურს ეს განათლება ოფიციალური დოკუმენტით დაიდასტუროს, აკადემია სთავაზობს არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურეობას.

ამ სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ აკადემიის სტუდენტებს.

არაფორმალური განათლების აღიარებით დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით .