მასწავლებელი – 2030 ტრენერი, მენტორი თუ კურატორი?
მე-12 პრაქტიკული კონფერენცია ერთად შევქმნათ მომავლის მასწავლებელი დღის წესრიგი: https://shorturl.at/j9cf0
მე-12 პრაქტიკული კონფერენცია ერთად შევქმნათ მომავლის მასწავლებელი დღის წესრიგი: https://shorturl.at/j9cf0
საქართველოს ბიზნესის აკადემიამ – SBA მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ქალაქ თბილისის სამოცამდე პარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებზე უმასპინძლა. ამ პროცესის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ერთი დაწესებულების ინტერესს — იგი უკავშირდება განათლების სისტემაში პროფესიული გზების უკეთ გააზრებას, პროფესიული განათლების მიმართ ცნობიერების ზრდას და ახალგაზრდების მხარდაჭერას საკუთარი […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში 26 თებერვალს, 13:00 საათზე, მართავენ მასშტაბურ პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შესთავაზებენ აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროფორიენტაციის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. […]
საქართველოს ბიზნესის აკადემიის რექტორი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის განათლების სამინისტროს მოწვევით მან მონაწილეობა მიიღო იერუსალიმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას თანამედროვე განათლებაში და ინდივიდუალიზებული სწავლების მოდელებს. ამ მასშტაბურ კონფერენციას 27 დელეგაცია და 20 000 მდე მონაწილე დაესწრო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იყვნენ საგანმანათლებლო ლიდერები, პოლიტიკის შემქმნელები და მსოფლიო […]
გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 29 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლივლით აკადემიაში გამოცხადებულია დასვენების დღეები.
აკადემიის ასოციაციაში გაწევრიანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების ხარისხისა და შრომის ბაზართან კავშირის გაძლიერების მიმართულებით. ასოციაციის წევრობა აკადემიას აძლევს შესაძლებლობას: მუდმივად გაეცნოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს; ჩაერთოს პროფესიულ ფორუმებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში; გააძლიეროს პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან; უზრუნველყოს სასწავლო პროგრამების მუდმივი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან; შეუწყოს ხელი სტუდენტებისა და […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა-GAEN ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სისტემის გაძლიერებას, საერთო ინიციატივების განვითარებას და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი სწავლების კულტურის მხარდაჭერას. მემორანდუმი წარმოადგენს დეკლარაციულ, თუმცა მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ორი ინსტიტუციის ინტერესების თანხვედრას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას მოხდეს მნიშვნელოვანი რესურსების, გამოცდილებისა […]
მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის სტუდენტთა/მსმენელთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც შედგება არანაკლებ სამი სტუდენტისაგან. კონკურსის პირობები: კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვეული აქტივობების (პროექტის) ინიცირება და განხორციელება, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს: ა) პროფესიული ორიენტაცია და კარიერული განვითარება (შეხვედრები პროფესიაში გამორჩეულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, ასოციაციებთან, ვიზიტები საწარმოებში და სხვა); ბ) პიროვნული ინტერესების რეალიზაცია და განვითარება (შემოქმედებითი საღამოების, […]
მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად ან მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფს. კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნის წახალისება, რომლებიც ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს, ზრდის სტუდენტთა ჩართულობას, ასტიმულირებს პრაქტიკული უნარების განვითარებას, ხელს უწყობს პროფესიული განათლების მოდერნიზაციას და სწავლების ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსის პირობები: კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ისეთი ტიპის ინიციატივები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებთან, […]
განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი 2025 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-მ აღნიშნა მე-15 საიუბილეო წელი, რომელიც ინსტიტუციის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული თარიღი ასახავს აკადემიის სისტემურ პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ორგანიზაციული მმართველობის გაძლიერებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. იუბილემ წარმოაჩინა SBA-ს მზაობა განაგრძოს მოდერნიზაცია, ჩამოაყალიბოს ახალი სტანდარტები და კიდევ […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს მიღებას საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით; პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლება ან მიღებული აქვს უფრო მაღალი საფეხურის განათლება; პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არის ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე; საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველმა უნდა […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA – საერთაშორისო პარტნიორობის ახალ ეტაპზე! ევროპის პროფესიული და ტექნიკური განათლების ფორუმის (EfVET) წლიურ კონფერენციასა და ტურინში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში აკადემიის რექტორის, როგორც მმართველობის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საქართველოს ბიზნესის აკადემიისთვის. საფუძველი ჩაეყარა ახალ თანამშრომლობას პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის და ფინეთის ექვს პროფესიულ კოლეჯთან — მასწავლებელთა განვითარების, ერთობლივი […]
10–11 ოქტომბერს ზუგდიდში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეორე კოლეგიალური ვიზიტი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარების პოლიტიკას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს გუნდმა: ია ერაძემ – აკადემიის დირექტორმა, კახაბერ ერაძემ- აკადემიის რექტორმა და ასოციაციის პრეზიდენტმა, ამირან ერაძემ – აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერმა და ასოციაციის ხარისხის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბარბარე […]
ვულოცავთ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელს, იოსებ ოსიტაშვილს – საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის (თურქეთი) მონაწილეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებას! საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, იოსებ ოსიტაშვილმა, შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და მონაწილეობას მიიღებს მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში. იოსებ ოსიტაშვილი კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების […]