ადამიანური რესურსების მართვის და კარიერული განვითარების მენეჯერი

ბარბარე გონაშვილი

ბარბარე გონაშვილს ფსიქოლოგიის განათლება აქვს და დაახლოებით 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია როგორც საფინანსო სექტორში, ისე განათლების სფეროში. კარიერის განმავლობაში მას სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის საოპერაციო საქმიანობის, გაყიდვების, რისკების მართვისა და ადამიანური რესურსების მართვის (HR) სფეროებში. აღნიშნულმა გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა, სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნა ეფექტიანად გამოიყენოს ორგანიზაციული განვითარების, კარიერული მართვისა და განათლების პროცესებში.
ბარბარე გონაშვილი უკვე 7 წელზე მეტია თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი-თან, როგორც პროფესიული განათლების ექსპერტი. ამ როლში იგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესებში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში ბარბარე გონაშვილი წლების განმავლობაში იყო ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი. ამჟამად იგი ადამიანური რესურსების მართვისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს. მისი საქმიანობა დაკავშირებულია თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასთან, კარიერული შესაძლებლობების შექმნასა და ორგანიზაციული პროცესების ეფექტიან მართვასთან.
აღნიშნული საქმიანობის პარალელურად, ბარბარე გონაშვილი პროფესიული განათლების მასწავლებელია და სტუდენტებს უზიარებს დარგში დაგროვილ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
მისი პროფესიული ინტერესებისა და კომპეტენციების სფერო მოიცავს ადამიანური რესურსების მართვას, კარიერული განვითარების დაგეგმვას, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფასა და ფინანსურ მენეჯმენტს.