საქართველოს ბიზნესის აკადემია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინკლუზიური განათლების პროექტს წელსაც აგრძელებს. პროექტი სახელწოდებით „პროფესორ ტატა წილოსანის სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშაბათო სკოლა“ აკადემიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის ეგიდით ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს ყოველწლიური ხასიათი მიეცა და მიზნად ისახავს ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებში კომპიუტერული უნარების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას. პროექტის ფარგლებში ოთხი სმენადაქვეითებული 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გადამზადდა. აკადემიამ […]
მიმდინარე წლის 2 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემიას (საქართველო), მიშელ ბალუდანსკის აკადემიურ საზოგადოებასა(სლოვაკეთი) და ჩერნიშევის სახელობის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს Erasmus + პროგრამის ფარგლებში. Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. „ხელშეკრულების ფარგლებში აკადემიის სტუდენტებს სრულიად […]