სიახლეები

ახალიკომპიუტერული ლაბორატორია SBA-ში

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მუდმივად ზრუნავს ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე! აკადემიამ თანამედროვე კომპიუტერული და ციფრული ტექნიკით აღჭურვა B და C სასწავლო გარემო! მოეწყო ახალიკომპიუტერული ლაბორატორია!

აკადემიამ კიდევ ერთი პროფესიული მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA არ წყვეტს განვითარებაზე ზრუნვას! აკადემიამ წარმატებით მოიპოვა კიდევ ერთი პროფესიული მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება. ,,გერიატრიული ასისტენტი” პროგრამა განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც ექნება სურვილი შეიძინონ გერიატრიული ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარჩვევები. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.

SBA-ს საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”მე-8 ადგილი მიენიჭა

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში “პარტნიორობა და კრიზისები”. აღნიშნულ პროექტში აკადემიამ გერმანელ პარტნიორ BBS Wechloy-სთან ერთად განხორციელებული პროექტი წარმოადგინა – ერთად შექმნილი სიმღერა სახელწოდებით “Gemeinsam”, რომელიც მიმდინარე პანდემიის პირობებში შეიქმნა. ერთიბლივად შექმნილ პროექტს ჟიურმა მე-8 ადგილი მიანიჭა. საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს გადაეცა საერთაშორისო სერტიფიკატი განსაკუთრებული წვლილისთვის გლობალური პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისა […]

SBA participated in the international project “Partnership and Crisis”

Business Academy of Georgia – SBA participated in the international project “Partnership and Crisis”. In this project, the academy presented a project implemented together with the German partner BBS Wechloy – a joint song called “Gemeinsam”, which was created during the current pandemic. The jointly created project was awarded the 8th place by the jury. […]

ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს კვალიფიკაცია მიენიჭათ

2021 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა გაიმართა. ტურიზმის (საქართველოს კულტურილი მემეკვიდრეობის გიდი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კვალიფიკაცია მიენიჭათ. აკადემია ულოცავს სტუდენტებს კვალიფიკაციის მინიჭებას, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს.

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა!

დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მენეჯმენტის 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა! სხდომას დაესწრო აკადემიის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. შეხვედრაზე განხილული იქნა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მოტივაციის მექანიზმები, აკადემიის 2022 წლის ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე საკითხები. აკადემიის დირექტორმა ია ერაძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის პერსონალს გაწეული მუშაობისთვის და ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ. აღსანიშნავი ფაქტია , რომ […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს მენეჯმენტმა აკადემიის 2021 წლის საუკეთესო პარტნიორები გამოავლინა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს მენეჯმენტმა აკადემიის 2021 წლის საუკეთესო პარტნიორები გამოავლინა! პსპ ფარმა გუდვილი BBS Wechloy Greenway Logistic გაკო ტერმინალი ქალაქ თბილისის N153 საჯარო სკოლა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა. პარტნიორები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა; პროგრამების განვითარების ხელშეწყობა; დასაქმებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

SBA-მ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

დღეს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-მ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველოს უსინათლოთა კავშირი აერთიანებს 3500-მდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირს. კონცერტში მონაწილეობდნენ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ქალთა და ვაჟთა ანსამბლები. აკადემიის სტუდენტებმა საახალწლო განწყობა შეუქმნეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს, ტკბილეულით დააჯილდოვეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს. საქართველოს ბიზნესის […]

SBA-იმ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა.

დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, აღნიშნულ შესხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. სტუმრებმა შეხვედრის ბოლოს დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სასწავლო გარემოს, დარგობრივ ლაბორატორიებს, მიიღეს ინფორმაცია აკადემიის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრის დასასრულს აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

SBA საერთაშორისო პროექტში „პარტნიორობა და კრიზისები“ მე-8 ადგილის ჯილდოს მფლობელი გახდა.

დაჯილდოება 2021 საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს გერმანელი პარტნიორი დაწესებულების BBS Wechloy-ს ორგანიზებით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „პარტნიორობა და კრიზისები“. დაჯილდოების ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა საინტერესო პროექტები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელდა. დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისა და BBS Wechloy-ს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სიმღერა სახელწიდებით ,,Gemeinsam”. დასახელებული პროექტი მე-8 ადგილის ჯილდოს მფლობელი გახდა. აკადემია ამაყობს მიღწეული […]

ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში!

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -ში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში! ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა, […]

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე “წარმატების საფუძვლები”

 საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA მუდმივად ზრუნავს პერსონალის განვითარებაზე. 2021 წლის 16 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე “წარმატების საფუძვლები” რომელსაც დაესწრო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს ბიბლიოთეკის გამგე მაია მელაშვილი.  ტრენინგის ფარგლებში შედგა სულ 6 შეხვედრა  ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები როგორებიცაა:  100%-იანი პასუხისმგებლობის წესი  ცხოვრების დანიშნულების და ხედვის განსაზღვრა  მიზნის […]

ისრაელის საელჩოს მიმართვა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. საკონკურსო ნომინაციებში, ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომ გადასცა. წლევანდელი სპეცალური პრიზის მფლობელი გახდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სკოლის დირექტორი ნატა ჩხაიძე. აკადემიამ ოფიციალურად მადლობა გამოუცხადა ისრაელის საელჩოს ქალბატონი ნატა ჩხაიძის დაჯილდოებისთვის. საპასუხოდ ისრაელის საელჩომ აკადემიას მიმართა: […]

30 ნოემბერს სენატის სხდომა გაიმართა!

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA- ში, აკადემიის მართვის კოლეგიალური ორგანოს – სენატის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილულ იქნა დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხები,: საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში; საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს 2021- 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა; საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის განვითარების მიზნით წარმოდგენილი ინიცირებების განხილვა; […]

ტრენინგი: ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში!

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -ში დაგეგმილია ტრენინგი თემაზე: ბავშვთა უფლებები ბაღის პრაქტიკაში! ტრენინგი ჩატარდება აკადემიის მომზადება/გადამზადების შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთათვის: სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა. ტრენინგი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას SBA-ის მსმენელთათვის, რომლის მიზანია ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება პროფესიული მიმართულებით! ტრენინგზე განსახილველი თემები : ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა […]

სენატის სხდომა

#სენატისსხდომა საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA გაცნობებთ, რომ აკადემიის მართვის კოლეგიალური ორგანოს – სენატის სხდომა ჩანიშნულია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 17:00 საათზე სენატის სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები!

ესეების კონკურსი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA  გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ  ონლაინ მაღაზია ისურვეს (https://isurve.ge) მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში,  თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. გამარჯვებული ესეს ავტორს კომპანია, დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. სრული ან ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს! კონკურსის პირობები: მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს სტატუსი ჰქონდეს აქტიური საკონკურსო ესე უნდა […]

SBA-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა!

2021 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა! აღნიშნული ღონისძიება საკონსულტაციო საორიენტაციო ხასიათს ატარებდა. აკადემიის დირექტორმა, ია ერაძემ, სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და გააცნო დაწესებულების მისია, ხედვები და ღირებულებები, მისიის გაცნობა სტუდენტებმა ხელმოწერებით დაადასტურეს. ღონისძიებაზე აკადემიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს აკადემიის […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა!

2021 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ში რიგით მე-4 დასაქმების ფორუმი გაიმართა! დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და ადამიანური რესურსების მართვის HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართა. დასაქმების ფორუმის ოფიციალური ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიმართა საქართველოს […]

SBA-ის დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა!

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. აკადემია –2010 წლის 4 ნოემბერს დაფუძნდა! დაარსების დღიდან აკადემიაში ხორციელდება მაღალი ხარისხის, სრულიად თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები. SBA წარმატების შემდეგ წლებს ითვლის

WELCOME 2021

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში მიმდინარე წლის 8 და 9 ნოემბერს გაიმართება სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – WELCOME!️ ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გათვალისწინებითა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად სტუდენტებისთვის გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია: აკადემიის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შესახებ სასწავლო პროცესთან […]

ჟურნალ „პროფესიული განათლების“ შეკითხვებს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე პასუხობს.

პროფესიული განათლების ახალი კანონის მიღებამ და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით გაწეულმა ძალისხმევამ მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ჟურნალ „პროფესიული განათლების“ შეკითხვებს კერძო კოლე- ჯების ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე პასუხობს.   ჟურნალი პროფესიული განათლება N2

საბუთების მიღების პროცესი იწარმოებს აკადემიაში 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით!

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ: საბუთების მიღების პროცესი იწარმოებს აკადემიაში 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით გთხოვთ წარმოადგონოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 აპლიკანტების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტებია: განცხადება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (წერილობით გამოხატული ნება ივსება ადგილზე); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის […]

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება!

2021 წლის 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება! დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ რეალურ ვაკანსიებს. ეს უნიკალური შესაძლებლობაა […]

🍁ოქროსფერი შემოდგომა კახეთში!

ოქროსფერი შემოდგომა კახეთში! საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA ზრუნავს დასაქმებულ პერსონალზე და ხშირად ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს. სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს აკადემიის პერსონალისთვის – აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის მოეწყო გასვლითი ტური კახეთში! სასიამოვნო გარემოში აკადემიის პერსონალს ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლათ სრული ტურისტურლი პაკეტით, მოენახულებინათ ისტორიული ადგილები და დამტკბარიყვნენ ულამაზესი ხედით […]

SBA-იმ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა. მრჩეველი Inbal Mashash – უცხოელ დასაქმებულთა ადმინისტრაციის უფროსი Ms. Shirly Raisin Sasson – ორმხრივ შეთანხმებათა სამმართველოს ხელმძღვანელი Mr. Ziv Bilaus – სამეკავშირეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილება Ms. Tsaffy Hillel – Diamant RN MPH, გერიატრიის საექთნო მოვლის სტანდარტების განყოფილების დანერგვის ეროვნული […]

SBA-ში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა

2021 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს მიენიჭათ კვალიფიკაცია. საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აკადემია ულოცავს სტუდენტებს კვალიფიკაციის მინიჭებას, უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს!

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლოში შედიოდნენ როგორც, აკადემიის ასევე, პარტნიორი ორგანიზაციის შპს სქაინეთ დისტრიბიუშენის წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარებაში. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მადლობას მოახსენებს შპს სქაინეთ დისტრიბიუშენს ღირსეული პარტნიორობისათვის, ხოლო სტუდენტებს ულოცავს […]