კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა
2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის განვითარების სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ეს რიგით მესამე დასაქმების ფორუმია, რომელიც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ ჩაატარა. დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა […]