სიახლეები

სერტიფიკატების გადაცემა აკადემიის სტუდენტებისათვის

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარეს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “საქართველოს ბანკების ასოციაციაში”. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს დამატებით ჩაუტარდათ ტრენინგები: „ყალბი ფულის პრევენცია“, „გაყიდვები და სერვის პლუსი“ და გადაეცათ სერტიფიკატები. აკადემია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს.

სასერტიფიკატო გამოცდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მსმენელები სასერტიფიკატო გამოცდაზე.

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ბანკის ოპერატორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკასზე, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაცია “ტერაბანკში”.

შეხვედრა დამსაქმებლებთან

მიმდინარე წლის 6 ივლისს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკადემიის მიერ გადამზადებულ დამამთავრებელი კურსის მსმენელთათვის მოეწყო შეხვედრა დამსაქმებლებთან, შემდგომი დასაქმების მიზნით.  

საწარმოო პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ელიზა იგიტხანიანი საწარმოო პრაქტიკაზე თბილისის 153-ე საჯარო სკოლაში.