სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა
📢✅ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილების თანახმად, საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა.
📢✅ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილების თანახმად, საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადავადდა.
📣2020 წლის 16 მარტიდან საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ადმინისტრაცია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ✅თუ გსურთ ცნობის დამზადება ან რაიმე სახის ინფორმაციის მიღება, განაცხადი უნდა გააკეთოთ ელექტრონულად, პასუხი გეცნობებათ ელექტრონული ფორმით.
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველ აპრილამდე შეჩერდა.
📣 2020 წლის 10 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ✅ საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობის დეზინფექცია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყო კომპანია „ ჯი ერ კომპანის “ ჯგუფმა. ✅ საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-სთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლისა და მუშაობის დროს თითოეულმა სტუდენტმა და […]
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სასწავლო პროცესი შეჩერდება მიმდინარე წლის 2 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, სასწავლო პროცესი განახლდება […]
📣2020 წლის 24 თებერვალს, ტრენინგის – „ქრონიკული ჭრილობების მკურნალობა“ წარმატებით კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ფრაიბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 👉აღნიშნული ტრენინგი აკადემიასა და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც აკადემიისა და საქართველოს კარიტასის ექსპერტ-ტრენერები უძღვებოდნენ. 📍ტრენინგი მიზნად ისახავდა მოქმედი ქართველი ექთნებისათვის ჭრილობების მოვლის უახლესი და ეფექტური მიდგომების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, რაც ფრაიბურგის […]
📣საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის პარტნიორ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა და ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოში ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარების საკითხს მიეძღვნა. 📍 ფორუმს ბიოლი ველნეს კურორტმა – უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც პანელური დისკუსიების რეჟიმში წარიმართა, კერძო და საჯარო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 📌დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ჩართულია და წარმატებით თანამშრომლობს პროფესიულ განათლების განვითარების საკითხებში საქართველოს […]
📣2020 წლის 5 თებერვალს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების განმახორციელებელ პერსონალთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა: 📍ხარისხის მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული შიდა მონიტორინგის შედეგები; 📍 სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხები; 📍სხვა მიმდინარე საკითხები;
📣 გრძელდება რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე – დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში, 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით❗️ ▶️ გაქვს მინიმუმ 9 კლასის ატესტატი და ხარ სრულწლოვანი? გსურს მაღალანაზღაურებადი პროფესიით დასაქმება?! 🎯 მაშინ ეს შემოთავაზება შენთვისაა👇 ▶️ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისთან ერთად სახელმწიფოს დაფინანსებით გთავაზობს სწავლებას შემდგომი დასაქმების მიზნით პროგრამაზე „დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში“ ▶️ პროგრამის უპირატესობაა: -პრაქტიკა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA ნიკა ჯიაძესთან ერთად აგრძელებს კამპანიას #გამოხატე, რომლის ფარგლებში გიწვევთ ესეებისა და ჩანახატის კონკურსში. კამპანია #გამოხატე გულისხმობს ისეთი სიტყვისა და ქმედების გამოვლენას, რომელიც ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. კონკურსში მონაწილეობის პირობები: ქვემოთ მოცემულ ფრაზების შესახებ უნდა დაწეროთ ესე ან ჩანახატი: 1.უბრალოდ, მოკითხვა მინდოდა მომენატრე! 2.შეიძლება მოვიცალო შენს გვერდით ვარ! 3.თუ არ გამოგდის, შეეშვი. რაც […]
👉ძვირფასო სტუდენტებო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სწავლა განახლდება 2020 წლის 13 იანვარს. 📍10:00 სთ. წარმატებებს გისურვებთ!
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგს “ჭრილობების მართვა”. ✅კურსი განკუთვნილია ექთნებისთვის 📅ტრენინგის ჩატარების თარიღები: 21-22 დეკემბერი ⏰დაწყების დრო: 11:00 სთ დამთავრების დრო: 16:00 სთ 👉ტრენინგში მონაწილეობა უფასოა 👉გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი 📌ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია 🔎 რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ შემდეგ ბმულს – https://docs.google.com/…/1KC3Fz9VzUAusw7V4S82-5kz1…/prefill 👆რეგისტრაციისთვის საჭიროა მითითებულ მეილზე გამოაგზავნოთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ხოლო ტრენინგზე […]
👉2019 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიამ -SBA-ში, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კოლეჯების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ✅შეხვედრაზე განიხილეს შეფასების სისტემის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შეფასების ინსტრუმენტების მომზადებასთან და მტკიცებულებათა შეგროვებასთან, […]
📣 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა დაასრულეს. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
📣2019 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სწავლა დაიწყო შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: საექთნო საქმე, ფარმაცია, ტურიზმი, ინფორმაციის ტექნოლოგი. 👆შეგახსენებთ, რომ წელს პირველად ხდება, როდესაც კერძო კოლეჯებში სტუდენტები სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებით ჩაირიცხნენ. ✅სტუდენტებს შეხვდნენ ხარისხის მართვისა და სასწავლო პროცესის სამსახურის ხელმძღვანელები. გააცნეს აკადემიაში არსებული სწავლების სპეციფიკა და წარმატებული წელი უსურვეს.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, საბაჟო საქმისა და ლოგისტიკის მიმართულების მსმენელები საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) ,,თბილისი“. მსმენელებმა გეზის ტერიტორია დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ, საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია […]
25 ნოემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამის მონიტორინგის სქემის პრეზენტაცია და განხილვა ჩატარდა. 📌 განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროფესიული მომზადების პროგრამის *დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”ერთობლივად განხორციელების უფლება წარმატებით მოიპოვეს.
#საქართველოსბიზნესისაკადემიაSBA 📣სწავლის დაწყების დრომ გადაიწია!!! 👉სწავლა დაიწყება 2 დეკემბერს.
📣 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა მორიგმა ჯგუფებმა დაასრულეს. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა
✅დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA მუდმივად თანამშრომლობს დასაქმების დეპარტამენტთან! დღეს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და საქართველოს ბიზნეს აკადემიის ხელმძღვანელი ქალბატონი ია ერაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების ხელშემტყობი სერვისების შესახებ. თავის მხრივ ბატონმა ივა ჭყონიამ, […]
🔊18 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA იმ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ჭრილობების მართვის პროექტის მხარდაჭერის მიზნით ქართველი ტრენერებისათვის ინტერაქტიული სწავლებისა და შეფასების საკითხებში ტრენინგს გაუწია ორგანიზება. ➡️ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე წელია გერმანელი ექსპერტები მომავალი ტრენერებისათვის ტრენინგებს ატარებენ საქართველოში. წელს ქართველი ტრენერები თვითონ ჩაატარებენ ტრენინგებს ჭრილობების მართვის თანამედროვე მეთოდებში, რომელსაც საქართველოს ბიზნესის აკადემიაც უმასპინძლებს. ➡️ტრენინგი ექსპერტმა […]
📣საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ აკადემიის პარტნიორ სსიპ ქ.თბილისის N36 საბავშვო ბაგა-ბაღში.
👉საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-იმ 23 კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების შრომის უსაფრთხოების 31 სპეციალისტი გადაამზადა. ➡️მიმდინარე წლის 11 ნოემბერს სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. 🔊აკადემია მხარს უჭერს პროფესიული დაწესებულებების განვითარებას. ტრენინგში მონაწილე კოლეჯები შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის შესაბამისად ზრუნავენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
✅საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოიპოვა პროექტის „პროფესიული უნარების განვითარების კურსი საფინანსო სერვისებში“ განხორციელების უფლება №127და №153 საჯარო სკოლებში. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს თვითგამორკვევასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. ✅კურსი მოიცავს პროფესიული ორიენტაციის ელემენტებს, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პროფესიისათვის დამახასიათებელი პროცესების ერთობლიობას. სწორედ ამ მიზნით სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ ტერაბანკში იმყოფებოდნენ. ✅ექსკურსიის […]
✔2019 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა ტრენინგი “კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება მოდულურ პროგრამებში” ✔ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების მომზადება პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის კომპეტენციის განვითარება პროფესიული სტუდენტების სწავლებისა და შეფასების მიმართულებით. მათ მიიღეს ინფორმაცია სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შეფასების ახალი მიდგომების შესახებ. ტრენინგი პრაქტიკული აქტივობებით იყო დატვირთული და მაღალი ინტერაქციით წარიმართა. […]
📣სტუდენტებისა და მსმენელების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „ნიკორა ტრეიდის“ რეკრუტინგ-მენეჯერები ნინო ადამაშვილი და მარიამ ჯაფარიძე შეხვდნენ აკადემიის სტუდენტებსა და მსმენელებს. შეხვედრის მიზანი „ნიკორა ტრეიდში“ არსებული ვაკანსიების შეთავაზება იყო. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს პირობები და მათთვის მორგებული გრაფიკი შესთავაზეს. გასაუბრების შედეგად შეირჩა კანდიდატები.
📣ფინანსების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის გაცნობითი პრაქტიკა-საფინანსო სერვისები, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, პროფესიული გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციაში სს „ტერაბანკში“.
📣საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, მოდულის გაცნობითი პრაქტიკა-საოფისე საქმე, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, პროფესიული გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციაში საქართველოს ეროვნულ არქივში.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფრაინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, რომელთაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ოფისის უფროსი ნაომი ჰელბინგი. ✅ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შინაარს ისა და განხორციელების მიდგომების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის სურვილი საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული ექთნების […]
საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ დელმენჰორსტის პროფესიულ სკოლაში სკოლის დირექტორმა ბატონმა ულრიხ დროსტემ პრეზენტაცია გააკეთა სკოლის სტრუქტურის, პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრისას მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებები ითანამშრომლებს სკანდალი განათლებისა და საექთნო განათლების მიმართულებით, დაისახა თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები, სკოლის დირექტორი სამუშაო ვიზიტით საქართველს ეწვევა