სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან

2018 წლის 2, 3 და 5 ნოემბერი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, განხორციელდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დანერგვის გარე მხარდაჭერის სპეციალისტის ქეთევან ჯანელიძის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან.

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA რვა წლისაა!

რვა წლის წინ ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა დაარსდა. ამ წლების მანძილზე ხარისხი აკადემიის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რომლის წყალობითაც თავის რვაწლის იუბილეს ათასობით კურსდამთავრებულით, სტუდენტით, მსმენელით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, მასწავლებლით, პარტნიორი ორგანიზაციით და კეთილგანწყობილი ადამიანით-“ეს-ბი-ელებით” ხვდება. SBA სწორედ საერთო ხედვის და ღირებულებების მატარებელი ადამიანთა გაერთიანებაა, SBA-ელებო გილოცავთ!

კომპანია „intelitek“

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდნენ კომპანია „intelitek“ -ის წარმომადგენლები. “ Intelitek“ არის ცნობილი წამყვანი ამერიკული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო კურსების მიწოდებას ტექნოლოგიის სფეროში. აღნიშნული კომპანია, ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეუქმნან სტუდენტებს ინტერაქტიული ტექნოლოგიური გარემო. კომპანიის წარმომადგენლებმა, აკადემიას შესთავაზეს თანამშრომლობა. აკადემია მზად არის გადადგას პროგრესული ნაბიჯები ტექნოლოგიის მიმართულებით და მზად არის, „intelitek“-თან შემდგომი თანამშრომლობისათვის. 

გერმანელი ექსპერტების ვიზიტი

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ექსპერტებს გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის, პროგრამებისა და აკადემიის პერსპექტივების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. ქალბატონმა იამ სტუმრებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით […]

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი

2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარა. ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი: მებაჟეები და SBA-ის WOLVES. საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი SBA-ის WOLVES.

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.  

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!”

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი განსაცდელში მყოფი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მეოთხედ მასპინძლობს აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში. “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში […]

შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი

2018 წლის 27 ოქტომბერს, ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოაწყო შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი. ტურს უძღვებოდა ტურიზმის მიმართულების პროფესიული მასწავლებელი, აკადემიის პარტნიორი კომპანია კონკორდ თრეველის გიდი, ასევე გიდების სკოლის პედაგოგი და სასწავლო პროცესის ორგანიზატორი, ბატონი რატი ჩიქვილიძე. ტურის ფარგლებში ვიხილეთ კახეთის ბუნება, გომბორის უღელტეხილის ულამაზესი ხედები, უძველეს ეკლესია-მონასტრები: ალავერდი, იყალთო და […]

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“ ეწვივნენ.

ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა სტრუქტურათა მიერ დაგეგმილი აქტივობები.

ზრდასრულთა განათლების ასოციაცია DVV International

2018 წლის 24 ოქტომბერს, ზრდასრულთა განათლების ასოციაცია DVV International-თან გაიმართა შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. DVV International-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, საქართველოში კი აღნიშნულ ორგანიზაციის ფარლგლებში 11 სათემო განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, […]

ბიზნეს დაჯილდოება 2018

ბიზნეს დაჯილდოება 2018, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია, ნომინაციაში “ბიზნესი დადებითი გავლენისთვის”

შეხვედრა მიხეილ ბატიაშვილთან

2018 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობა შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს. შეხვედრაზე განხილული იქნა პროფესიული განათლების განვითარებისა და პროცესებში კერძო კოლეჯების ჩართულობის აქტუალური საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე.  

“შემოდგომის გაცილება”

2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ დაწესებულება სკოლაში „ახალი თაობა“ ჩატარდა ღონისძიება “შემოდგომის გაცილება”. აღნიშნულ ღონისძიებას ქონდა კონკურსის სახე. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრად მიწვეული იყო აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე. გამოვლინდა სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებული ჯგუფები. ქალბატონი იას შეფასებით ღონისძიება გამოირჩეოდა შემოქმედებითი მიდგომებითა და მხატვრული გაფორმებით.  

ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“

2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“. ტრენინგი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მიზანმიმართულად, მსმენელთა აქტიური ჩართულობით. განხილული იყო სწავლების, შეფასების დაგეგმვა, შეფასების პროცესის განხორციელება და მისი მტკიცებულებების ორგანიზება. ტრენინგს ინტერაქციული ხასიათი ქონდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შეფასების ინსტრუმენტის […]

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ინფორმაციის ტექნოლოგის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ „ნიუტელკო ჯორჯიაში“.

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ფინანსების პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ტერაბანკში.

გაცნობითი პრაქტიკა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

დასაქმების ფორუმი 2018

2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 25-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს 2 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროდან. სამუშაოს მაძიებლებმა პოტენციურ დამსაქმებლებს წარუდგინეს რეზიუმე- CV და გაიარეს გასაუბრება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი, სამუშაოს მაძიებელთათვის ერთ […]

კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა

2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის განვითარების სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ეს რიგით მესამე დასაქმების ფორუმია, რომელიც საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ ჩაატარა. დასაქმების ფორუმის პირველი ნაწილი გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა […]

ვიზიტი კურორტ ნუნისში

2018 წლის 6-7 ოქტობერს კურორტ ნუნისში სასტუმრო კომპლექსის დამფუძნებელმა ბატონმა დავით მორჩილაძემ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები და წარმომადგენლები მიიწვია კურორტის დასათვალიერებლად და მართვის სპეციფიკის გასაცნობად. გამაჯანსაღებელი კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე და აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. სასტუმრო კომპლექსის მართვის ჯგუფმა სტუმრებს გააცნო სერვისის თავისებურებანი. ასევე კოლეჯის დირექტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია კოლეჯის […]

საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა

საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა. 2018 წლის 2 ოქტომბერს სოფელ წინამძღვრიანთკარში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების მომავალზე და იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც მიმდინარე რეფორმის შედეგად განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც საქართველოს 7 კოლეჯში დაინერგა. ამ მოდელის შედეგებით საქართველოში უკვე 100-ზე მეტმა […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

აკადემია აგრძელებს წარმატებული პარტნიორების შემოკრებას, 2018 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ გახსნის ცერემონიაზე, გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია “ნიკორა ტრეიდისთან”. კომპანია დაეხმარება სტუდენტებს მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევაში, ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის გახსნის ცერემონიაზე, აკადემიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ბი თი ელთან”. ხელშეკრულების მიზანია ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პრაქტიკული პროექტისა და საწარმოო პრაქტიკის მოდულების სწავლის შედეგების მიღწევა, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ექსკურსიისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით ჯგუფის უზრუნველყოფა. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში და ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო […]

საუკეთესო კითხვის ავტორის დაჯილდოება

როგორც ცნობილია, 2018 წელს, ქ. რუსთავში ინეტელქტუალური ბიზნეს ოლიმპიადა „მომავლის ბიზნესმენები“ გაიმართა, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია SEPIA-ს ორგანიზებით. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო პლანშეტური კომპიუტერი, მოთამაშეთა შორის საუკეთესო კითხვის ავტორის გამარჯვებულს ქ.რუსთავის, მე-5-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა საჯაიას, აკადემიის პროფესორმა და ბიზნეს […]

საზეიმო ცერემონია

2018 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ და აკადემიის ლექტორებმა კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. ასევე სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი ქალბატონი თეა მაისურაძე მიესალმა საზოგადიოებას […]

პროფესიული სტუდენტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

2018 წლის 27-28 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პროფესიული სტუდენტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხულულ იქნა: აკადემიის მისია და შინაგანაწესი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების თავისებურებები, პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების დადასტურების წესი, აკადემიის მიერ შეთავაზებული სერვისები და სწავლისა და სხვა მომსახურების საფასურის გადახდის წესი. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, სტუდენტებმა ყველა დასმულ კითვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული

თბილისში, კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, კრწანისობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ. 300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში გარდაცვლილთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და თეატრალური ნომრები. სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც […]