დაჯილდოება
2018 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა. აკადემია ულოცავს გამარჯვებას მონაწილეებს!
2018 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა. აკადემია ულოცავს გამარჯვებას მონაწილეებს!
დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება საქართველოს განათლების სისტემაში გასულ წელს დაიწყო. SBA პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც დუალური პროგრამის განხორციელება დაიწყო ბუღალტერიაში. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA ბუღალტრული აღრიცხვის დუალურ პროგრამას კომპანია ფინანსურ ოფისთან ერთად ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები თეორიას აკადემიაში სწავლობენ, ხოლო კომპანიაში პრაქტიკულ უნარებს, რეალურ გარემოში დაეუფლებიან. 2018 წლის 13 ნოემბერს, დაიწყო დამსაქმებლის მიერ კანდიდატურის […]
ჯანო ძირკვაძის ხელნაკეთი მაკეტების პერსონალური გამოფენა. „ეს არის ჩემი გატაცება, საქმე, რომლის კეთების დროსაც ვმშვიდდები. ამით მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია – ჯანო ძირკვაძე. მის მიერ აკადემიაში სწავლის გამოთქმის სურვილი დაწესებულებისათვის იქცა გამოწვევად, მსგავსი საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდების კუთხით. ჯანოსთვის სპეციალურ საჭიროებას ხელი არ შეუშლია ყოფილიყო ბეჯითი სტუდენტი, ესწავლა და ეკეთებინა საყვარელი საქმე, რომელსაც 6 წლის ასაკიდან მოჰკიდა ხელი. ის თაბახით, […]
2018 წლის 15 ნოემბერს, ევროკავშირმა პროგრამა: „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პირველი ფაზა შეაჯამა. პროგრამის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო. ღონისძიება ქ. თბილისში, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და […]
2018 წლის 14 ნოემბერს, საპატიო სტუმრის სტატუსით, მიწვეული იყო, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე, საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შინმოვლის სასწავლო კურსის 400-მდე სტუდენტის სერტიფიკატების გადაეცემის ცერემონიაზე. პროგრამა როგორც სტუდენტების მომზადებას, ასევე – უკვე არსებული სპეციალისტების გადამზადებასა და მათთვის საექთნო საქმიანობის უახლესი ტენდენციების შესწავლას ისახავს მიზნად. აგრეთვე – პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების […]
2018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი “იმედი”-ს პროფესიული განათლების მასწავლებელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ტრენერმა ბორის ოსიპიანმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პირველადი გადაუდებელი დახმარება“. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იქნა მულაჟები, რომელთა საშუალებით შეიქმნა რეალური გარემო. ტრენერმა, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა დროულად და სწორად ჩატარებული პირველადი დახმარების მნიშვნელოვნებაზე. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში […]
2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორთრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჯონ პიტერ გრაციანო, რომელიც აკადემიის მრჩეველი გახლავთ. ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკას და დაესწრო ინგლისური ენის ლექციას. ბატონი ჯონი შეხვდა აკადემიის სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრა პროფესიულ მასწავლებლებთან, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარების მიზნით.
2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა სენატის სხდომა. სენატის ახალი შემადგენლობა გაეცნო 2018-2024 სტრატეგიულ და 2018-2019 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმას, შიდა მარეგულირებელ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტს. სენატმა იმსჯელა მომდევნო სასწავლო წლისათვის დასამატებელი პროგრამების ინიცირების საკითხზე, მათ შორის დუალური მიდგომით განხორციელების შესაძლებლობებზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე.
2018 წლის 2, 3 და 5 ნოემბერი, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, განხორციელდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დანერგვის გარე მხარდაჭერის სპეციალისტის ქეთევან ჯანელიძის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის პერსონალთან.
რვა წლის წინ ხარისხიანი განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა დაარსდა. ამ წლების მანძილზე ხარისხი აკადემიის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რომლის წყალობითაც თავის რვაწლის იუბილეს ათასობით კურსდამთავრებულით, სტუდენტით, მსმენელით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით, მასწავლებლით, პარტნიორი ორგანიზაციით და კეთილგანწყობილი ადამიანით-“ეს-ბი-ელებით” ხვდება. SBA სწორედ საერთო ხედვის და ღირებულებების მატარებელი ადამიანთა გაერთიანებაა, SBA-ელებო გილოცავთ!
2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში იმყოფებოდნენ კომპანია „intelitek“ -ის წარმომადგენლები. “ Intelitek“ არის ცნობილი წამყვანი ამერიკული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო კურსების მიწოდებას ტექნოლოგიის სფეროში. აღნიშნული კომპანია, ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეუქმნან სტუდენტებს ინტერაქტიული ტექნოლოგიური გარემო. კომპანიის წარმომადგენლებმა, აკადემიას შესთავაზეს თანამშრომლობა. აკადემია მზად არის გადადგას პროგრესული ნაბიჯები ტექნოლოგიის მიმართულებით და მზად არის, „intelitek“-თან შემდგომი თანამშრომლობისათვის.
2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტები. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ ექსპერტებს გააცნო სასწავლებლის ინფრასტრუქტურა, მიაწოდა ინფორმაცია სასწავლო პროცესის, პროგრამებისა და აკადემიის პერსპექტივების შესახებ. სტუმრები შეხვდნენ აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები. ქალბატონმა იამ სტუმრებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით […]
2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარა. ერთმანეთს შეხვდა ორი გუნდი: მებაჟეები და SBA-ის WOLVES. საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი SBA-ის WOLVES.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” აქციის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი განსაცდელში მყოფი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უკვე მეოთხედ მასპინძლობს აღნიშნულ აქციას, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში უანგარო დონორობის დამკვიდრების საქმეში. “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) საქართველოში […]
2018 წლის 27 ოქტომბერს, ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ მოაწყო შემეცნებით/სასწავლო ტური-შემოდგომის კახეთი. ტურს უძღვებოდა ტურიზმის მიმართულების პროფესიული მასწავლებელი, აკადემიის პარტნიორი კომპანია კონკორდ თრეველის გიდი, ასევე გიდების სკოლის პედაგოგი და სასწავლო პროცესის ორგანიზატორი, ბატონი რატი ჩიქვილიძე. ტურის ფარგლებში ვიხილეთ კახეთის ბუნება, გომბორის უღელტეხილის ულამაზესი ხედები, უძველეს ეკლესია-მონასტრები: ალავერდი, იყალთო და […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია – ფინანსურ ოფისში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“ ეწვივნენ.
2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, გაიმართა ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიის სტრატეგიული გეგმა, მისი შესრულების მიმდინარეობა, ასევე გადაიხედა სტრუქტურათა მიერ დაგეგმილი აქტივობები.
2018 წლის 24 ოქტომბერს, ზრდასრულთა განათლების ასოციაცია DVV International-თან გაიმართა შეხვედრა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. DVV International-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, საქართველოში კი აღნიშნულ ორგანიზაციის ფარლგლებში 11 სათემო განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, […]
ბიზნეს დაჯილდოება 2018, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-იმ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია, ნომინაციაში “ბიზნესი დადებითი გავლენისთვის”
2018 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობა შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს. შეხვედრაზე განხილული იქნა პროფესიული განათლების განვითარებისა და პროცესებში კერძო კოლეჯების ჩართულობის აქტუალური საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ისა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი ია ერაძე.
2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის პარტნიორ დაწესებულება სკოლაში „ახალი თაობა“ ჩატარდა ღონისძიება “შემოდგომის გაცილება”. აღნიშნულ ღონისძიებას ქონდა კონკურსის სახე. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრად მიწვეული იყო აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ია ერაძე. გამოვლინდა სხვა და სხვა ნომინაციებში გამარჯვებული ჯგუფები. ქალბატონი იას შეფასებით ღონისძიება გამოირჩეოდა შემოქმედებითი მიდგომებითა და მხატვრული გაფორმებით.
2018 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელთათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროგრამებში“. ტრენინგი მიმდინარეობდა საინტერესოდ და მიზანმიმართულად, მსმენელთა აქტიური ჩართულობით. განხილული იყო სწავლების, შეფასების დაგეგმვა, შეფასების პროცესის განხორციელება და მისი მტკიცებულებების ორგანიზება. ტრენინგს ინტერაქციული ხასიათი ქონდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შეფასების ინსტრუმენტის […]
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ინფორმაციის ტექნოლოგის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ „ნიუტელკო ჯორჯიაში“.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ფინანსების პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ ტერაბანკში.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამის სტუდენტები, გაცნობითი პრაქტიკის მოდულის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ არქივში.
2018 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 25-მდე დამსაქმებელმა კომპანიამ, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზეს 2 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროდან. სამუშაოს მაძიებლებმა პოტენციურ დამსაქმებლებს წარუდგინეს რეზიუმე- CV და გაიარეს გასაუბრება. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართული ფორუმი იყო საუკეთესო შანსი, სამუშაოს მაძიებელთათვის ერთ […]