SBA-ში USAID-ის პროგრამა ,, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
23 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ში გაიმართა USAID-ის პროგრამა ,, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” საგრანტო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში სამუშო ჯგუფის წევრებმა შეაჯამეს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი შედეგები. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA ჩართული იყო ,,პსპ ფარმასთან” თანამშრომლობით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის ,, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელები, კერძო სექტორისა […]

