შრომის უსაფრთხოება!
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას განახორციელებს!
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას განახორციელებს!
მიმდინარე წლის 25 თებერვალს, კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე. პრეზენტაციაზე 2018 წლის ანგარიშთან ერთად, გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.
✅2019 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ასოცირებული ხარისხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მოდელისა და სტრუქტურის კომპონენტების პრეზენტაცია. ✅პროექტის გუნდის ლიდერმა და წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, პროექტის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო მოდელისა და სისტემის კომპონენტების შესახებ. ✅აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე.
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, კომპანია ფინანსურ ოფისსა და პროფესიულ სტუდენტ ლია აფციაურს შორის დუალური სწავლების სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ფინანსური ოფისი პირველი აუდიტორული კომპანიაა, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის დუალური სწავლების პროგრამის განხორციელება დაიწყო კერძო სექტორში საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სთან ერთად. დუალური სწავლება გერმანულენოვან ქვეყნებშია გავრცელებული და დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწავლების ფორმადაა მიჩნეული, რადგანაც ბიზნესი, როგორც კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებელი, […]
დღევანდელ ახალგაზრდობაში დიდ ინტერესს იწვევს გაცვლითი პროგრამები. მიზანი უცხო ენის გაუმჯობესება, გამოცდილების მიღება და ქვეყნებს შორის კულტურის ურთიერთგავცლაა. გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, სტუდენტები იღებენ უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებას, იძენენ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს. ასევე, უცხო ქვეყანაში მიღებული ახალი გამოცდილება და ცოდნა ეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA კი სწორედ ის დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს თავისი სტუდენტების განვითარებასა […]
2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა სახანძრო უსაფრთხოების ევაკუაციის იმიტაცია. დაცვის სამსახურმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ევაკუაციის იმიტაციის პროცედურას, გახსნა ყველა საევაკუაციო გასასვლელი, შენობაში მყოფი პირებისათვის, რათა მათ დაეტოვებინათ ტერიტორია. ინსტრუქციის შესაბამისად, საგანგაშო სიგნალის შემდეგ, ევაკუაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ყველამ თავი მოიყარა უსაფრთხო ტერიტორიაზე. სამაშველო შტაბის უფროსმა ბესიკ მიგრიაულმა შეკრებილებს განუმარტა, აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების იმიტაციის […]
2019 წლის, 23-24-25 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ლოლიტაში, სამდღიანი სემინარი მიმდინარეობდა თემაზე: “გენდერული თანასწორობა და შრომით უფლებები “. სემინარი გახსნა საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, სემინარს უძღვებოდა და ორგანიზებას უწევდა ამერიკის სოლიდარობის ცენტრი თბილისის და ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები. სემინარზე განხილული იყო, გენდერის სოციალური მნიშვნელობა, სქესსა და გენდერის ცნებებს შორის განსხვავება, საქართველოს […]
2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი და საბაჟო საქმის პროფესიული სტუდენტები იყვნენ მიწვეულნი. უკვე სამი წელია შემოსავლების სამსახური, აკადემიის საუკეთესო პარტნიორია.
2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA- ში შედგა შეხვედრა საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციასთან, საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბ-ნმა გიორგი ჭიჭინაძემ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო საპენსიო რეფორმის საკვანძო დეტალები; ისაუბრა ნებაყოფლობითი და სავალდებულო შენატანების, პენსიის შესაძლო გატანის, შენატანის განხორციელების, დეკლარირების, საპენსიო ფონდში აკუმილირებული თანხების დაბანდებისა და […]
2019 წლის წლის 9 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ, აკადემიის პერსონალისათვის ჩაატარა ტრენინგი „საქმისწარმოების ორგანიზება“. ტრენინგზე განხილული იქნა, აკადემიის „ერთიანი საქმისწარმოების ინსტრუქცია“-ში ცვლილებები, მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტებისა და დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზების სისტემა, საქმისწარმოების ორგანიზების სისტემის, აკადემიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესები და „ერთიანი […]