კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“
2018 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა იყო. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით […]