პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა
მიმდინარე წლის 20 ივლისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიულ სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა. გამოცდას ესწრებოდნენ დარგობრივი მიმართულების კომისიის წევრები. გამოცდის პროცესში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ჩართულნი იყვნენ დამსაქმებლებიც. აკადემია ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!