კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“
2018 წლის 29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით – „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: „საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“. აღნიშნული კონფერენციით შეჯამდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული იმ მასშტაბური პროექტის მიღწევები და შედეგები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესასწავლად საქართველოს რეგიონებში ერთიანი მოდელისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. […]