სიახლეები

სენატის სხდომა

სენატის სხდომა

2017 წლის 16 ნოემბერს შედგა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს სენატის სხდომა. სენატის წევრებმა განიხილეს აკადემიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება და ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, ასევე წარადგინეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში და განიხილეს მომავალი სტრატეგიული გეგმა.

ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“

ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“

2017 წლის 6-7 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსიში“ MCA-G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების და კარიერული კონსულტირებისას საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგი ასევე […]

Read More

პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“

პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“

2017 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო პოეზიის საღამო “შემოდგომის რითმები“. საღამოს უძღვებოდნენ ახალგაზრდა პოეტები ირაკლი ჭიკაიძე და ანი ნოზაძე. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო, დამსწრეებმა კითხვებით მიმართეს ახალაგაზრდა პოეტებს მათი შემოქმედების შესახებ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სგან პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აკადემია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს ლამაზი საღამოსთვის. […]

Read More

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „მეორე მერცხალს“-ს შორის – გუნდმა „მეორე მერცხალმა“. ფინალურ თამაშში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები: „მეორე მერცხალი“ და „კავკასია“, სადაც გამარჯვება გუნდმა […]

Read More

ბიზნეს იდეების განხილვა

ბიზნეს იდეების განხილვა

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები კომპანია გრინლაინ ჯგუფის წარმომადგენლებს, და დირექტორს, ბიზნესმენ რეზა ალირეზაი ტაბრიზს შეხვდნენ. შეხვედრაზე სადაც განხილულ იქნა SBA-ის საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები, ბიზნეს იდეები.    

საფეხბურთო მეოთხედფინალი

საფეხბურთო მეოთხედფინალი

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში საფეხბურთო მეოთხედფინალი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები: „პირველი მერცხალი“ და „მეორე მერცხალი“, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა , ხოლო “SBA Team”-სა და „კავკასია“-ს გუნდებს შორის – გუნდმა „კავკასიამ“.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატების გადაცემამდე, აკადემიისგან საჩუქრად მსმენელები დაესწრნენ გასაუბრების ტექნიკის ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პარტნიორი ორგანიზაცია „QBQ”-ს დირექტორი, ტრენერი მაკა მჟავანაძე. მსენელები ასევე დაეუფლნენ თანამედროვე ფორმის რეზიუმისა და სამოტივაციო წერილის შექმნის მეთოდს. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA […]

Read More

სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში

სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში

2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე კომპანია „NEWTELCO”-ში. აღნიშნულ ექსკურსიას ხელმძღვანელობდა აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი და პროფესიული განათლების მასწავლებელი ლაშა იაშვილი. მან, კომპანიის წარმომადგენლებთან- კომპანიის დირექტორი გიორგი გოთოშია, ინჟინერი დავით ზალიკაშვილი, კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ჯაბა აფციაური, ქსელის ადმინისტრატორი გიორგი ქაჯაიასთან ერთად, სტუდენტებს გააცნო […]

Read More

დასკვნითი კონფერენცია

დასკვნითი კონფერენცია

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით იმყოფებოდა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი“- შემაჯამებელ ,დასკვნით კონფერენციაზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი, რომელიც წინა წელთან შედარებით […]

Read More

პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები

პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA, მალე დამატებით საზოგადოებას შესთავაზებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმისა და ფინანსური მიმართულების პროგრამის ადაპტირებასა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაძიებლად. ამ მიზნით, გაფორმდა პარტნიორობისა და პრაქტიკის ხელშეკრულებები კომპანიებთან : „გუდვილი“, „კონკორდ თრეველი“, „ერენდელ თრეველი“, „იკო&გიო“, „დანიდე“, სადაც სტუდენტები შეძლებენ რეალურ გარემოში დაეუფლონ პროფესიებს, გაიარონ სტაჟირება […]

Read More