ტრენინგი „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“
2017 წლის 6-7 ნოემბერს სასტუმრო „ბეტსიში“ MCA-G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ (ISWD) ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარების განვითარება“. აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარების და კარიერული კონსულტირებისას საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგი ასევე მოიცავდა კარიერული კონსულტირებისთვის აქტიური მოსმენისა […]

