შეგროვებული მაკულატურის გადაცვლა წიგნებში
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA წლის განმავლობაში ჩართულია აქციაში „შეაგროვე მაკულატურა და გაუფრთხილდი ბუნებას! გამწვანებული ბუნება – შენი მწვანე მომავალია! ’’ აქციის ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა გადაიცვალა წიგნებში, რომლითაც გამდიდრდა SBA-ს ბიბლიოთეკა. მეცნიერთა გამოთვლით ,1 ტონა მაკულატურით 5 კუბურ მეტრამდე ხის მასალის ეკონომია ხდება, რაც 20-25 ხის გადარჩენის საშუალებას იძლევა.

