სასწავლო გარემო SBA-ში

დღეს, ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, სტუდენტებმა დაათვალიერეს აკადემიის დარგობრივი აუდიტორიები და სასწავლო ლაბორატორიები.

ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით დაგეგმილია ტრენინგი. ტრენინგის თემა: „ ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში“ ტრენინგის მიზანია: SBA- ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკოსი, დარგში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის პედაგოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობა. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სწვლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და ეფექტურად განხორციელება სწავლების სტრატეგიების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევა სწავლის შედეგების შესაბამისად სწავლების ინტერაქტიული […]

ჩატარებული კვლევის ანგარიშის გაცნობა

მიმდინარე წლის 5 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში დისტანციურ სწავლების მიდგომებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ანგარიშის გაცნობა მოხდა. კვლევა განხორციელდა საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის მიერ, თემაზე: ”სინქრონულ რეჟიმში დისტანციური სწავლებისა და შეფასების გამოწვევები” შეგახსენებთ, რომ აკადემია ერთ წელზე მეტია ახორციელებს დისტანციურ სწავლებას. აღნიშნული კვლევის შედეგები წარედგინა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, შეხვედრაზე განხილული იქნა […]

„საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოდულის „სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი“ პრაქტიკული კომპონენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, აკადემიის იმიტირებულ სასწავლო გარემოში განახორციელეს.

ია ერაძე კრწანისის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის დირექტორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. აკადემია საქმიანობას ახორციელებს კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშველოვანია რაიონის განვითარებისთვის. აღსანიშნავია რომ […]

SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას! ამჯერად აკადემიასა და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბუღალტერთა კავშირი შექმნილია, როგორც ახალბედა , ასევე პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, რომელთა მიზანი არის ფინასური აღრიცხვის პოპულარიზაცია , გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისა და პოტენციური დასასაქმებელი პირების მოძიება. მემორანდუმის საგანია: პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა პროფესიულ სტუდენტების ჩართულობის […]

გასაუბრება მოკლევადიანი პროგრამების კურსდამთავრებულებთან

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო გასაუბრება მოკლევადიანი პროგრამების კურსდამთავრებულებთან. GDBA -საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ აკადემიის მოკლევადიანი პროგრამების, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებისა და საწყობის ლოგისტიკის კურსდამთავრებულებს გააცნო ასოციაციის წევრი სადისტრიბუციო კომპანიების ფარგლებში არსებული დასაქმების შესაძლებლობები.

დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში

მიმდინარე წლის პირველ აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, პროფესიული მომზადების პროგრამის – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში” კურსდამთავრებულთა მე-3 და მე-4 ნაკადის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს პროფესიული მომზადების პროგრამას – ,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია პირველი ბიზნეს […]

IT Essentials: PC Hardware and Software კურსი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „CISCO ACADEMY-ის ბაზაზე ცხადდება მიღება IT Essentials: PC Hardware and Software კურსზე. აიტი ესენშიალის (IT Essentials) კურსის მიზანია წარმოგიდგინოთ კომპიუტერის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა ოპერაციული სისტემები, ქსელური ტექნოლოგიების კონცეფცია, მობილური მოწყობილობები, აიტი უსაფრთხოება და პრობლემათა აღმოფხვრის პროცესი. აღნიშნული ონლაინ კურსები საშუალებას მოგცემთ სრულყოთ თქვენი ცოდნა, რომელიც აუცილებელია აიტი სფეროში ტექნიკოსის სამუშაოების […]

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დღეს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა 2021 წლის 30 და 31 მარტს აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ცხრა მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სერტიფიკატის დანართები გადაეცათ. აკადემიამ წარმატებით განახორციელა აღნიშნული მოკლევადიანი პროგრამები, კურსდამთვრებულებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები და გამოუცხადა […]

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დაესწრო კურსდმათავრებულთა ერთი ნაკადი. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა აკადემიის მიერ შემუშავებული ნაკადების მართვის გეგმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ექვსი მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სერტიფიკატის დანართები გადაეცათ. აკადემიის დირექტორმა მიულოცა კურსდამთავრებულებს პროგრამების წარმატებით დასრულება, ისაუბრა მათი დასაქმების […]

მომზადება/გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო!

#მოკლევადიანიპროგრამები 2021 წლის 29 მარტიდან საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში სახელმწიფო მომზადება/გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო! 🔰სწავლება სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. ‼გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და დანართი. 👇 იხილეთ ჩარიცხვის წინაპირობები მოკლევადიანი პროგრამების მიხედვით: ✅საბაჟო დეკლარირება- სრული ზოგადი განათლება ✅სალაროს ოპერაციების განხორციელება- საბაზო განათლება ✅მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება-სრული ზოგადი განათლება […]

SBA მზადებაშია

SBA მზადებაშია მომზადება გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს 30- 31 მარტს სახელმწიფო სერტიფიკატები და სერტიფიკატის დანართები გადაეცემათ

ფარმაციის სიმულაციური აფთიაქი SBA-ში

ფარმაციის სიმულაციური აფთიაქი SBA- ში. ასე აყვავდა გაზაფხულზე SBAის სასწავლო აუდიტორიები. პროფესიონალებთან ერთად პარტნიორი “psp ფარმა” ხელს უწყობს სიმულაციური გარემო მაქსიმალურად მიახლოებული იყოს რეალურ სამუშაო ადგილებთან.

SBA განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანაშრომლობას

საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანაშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობაში მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობა, გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2021 წლის 14 აპრილს ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, მართავს საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ სტუდენტურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი სალომე ყურაშვილი, თემით: დუალური სწავლების როლი ბუღალტერიის პროფრესიის განვითარებაში. კონფერენციის […]

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ამჯერად აკადემიასა და შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ალტერბრიჯი არის ახალი ალტერნატიული სივრცე ქართულ საგანმათლებლო ბაზარზე. მემორანდუმის მიზანია: პროფესიული განათლების განვითარებაში წვლილის შეტანა. ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალის ამაღლების, ჯანსაღი თაობის ფორმირებისა და პიროვნული განვითარების სრულყოფისაკენ. პარტნიორობის […]

აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 25 მარტს აკადემიაში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ: საექთნო საქმე ფარმაცია ინფორმაციის ტექნოლოგია (IT) ონლაინ შეხვედრა გამართა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კარიერის სამსახურმა. დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული პროგრამების: ჩარიცხვის პროცედურებზე, დაფინანსების მოპოვებაზე დასაქმების შესაძლებლობებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე.

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში CISCO-ს ლაბორატორია მოეწყო!

როგორც თქვენთვის ცნობილია აკადემიაში დაფუძნდა CISCO ACADEMY, რომელიც ლიცენზირებულ საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის ტექნოლოგიის აიტი ლაბორატორიის მოწყობაში, ქსელებისა და სისტემების გამართვაში, აკადემიის ინფორმაციის ტექნოლოგიის სპეციალისტთან და IT პროგრამების ხელმძღვანელთან ლაშა იაშვილთან ერთად, აკადემიის ინფორმაციის ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. აკადემია მუდმივად ზრუნავს შეუწყოს ხელი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.

აკადემიას საბაჟო საქმის ინგლისურენოვან პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდა

SBA-ის მორიგი წარმატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიას საბაჟო საქმის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდა. აკადემია ათი წელია წარმატებით ახორციელებს საბაჟო საქმის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, ის გახლავთ საბაჟო უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის წევრი. აქტიურად თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან, სადაც სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში გადიან პრაქტიკებს. საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებით არაერთ სიახლეს ნერგავს დაწესებულება, შესაბამისად […]

აკადემიას ლოგისტიკის ინტეგრირებულ პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდა

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აგრძელებს განვითარებას და მორიგი სასიამოვნო სიახლის შესახებ გაცნობებთ! პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიას, ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების კომპონენტი, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაეზარდა. აღნიშნულ პროგრამაზე არსებული ქვოტა გასულ წელს სრულად შეივსო, შესაბამისად პროგრამის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით აკადემიამ დამატებით შეიძინა საჭირო აღჭურვილობა, გააფორმა ხელშეკრულებები, პრაქტიკის გატარების შესახებ, პარტნიორ დაწესებულებებთან […]

საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

მიმდინარე წლის 22 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში ჩატარდა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სხდომა, ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ პროფესიული სტუდენტისთვის, პროგრამა დუალური სწავლების მიდგომით განხორციელდა. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლოში შედიოდნენ როგორც, აკადემიის ასევე, პარტნიორი საწარმოს აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისის“ დარგის სპეციალისტები. აკადემიამ ერთ-ერთმა პირველმა, განახორციელა დუალური სწავლების მიდგომით ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აუდიტორულ კომპანია […]

საინფორმაციაო ხასიათის შეხვედრა SBA-ში

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციაო ხასიათის შეხვედრა ფარმაციისა და საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრაზე პროფესიულ სტუდენტებთან ერთად განხილული იყო დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის განხორცილებლასთან დაკავშირებული გამოწვევები; სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია მეცადინეობის განრიგის, მომდევნო სასწავლო პერიოდში განსახორცილებლი მოდულების დაწყების, დასრულების, ძირითად და დამატებით დროში დასადასტურებელი შედეგების შესაძლებლობების შესახებ. იდენტიფიცირდა პირველ […]

შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აგრძელებს პროფესიული მასწავლებლების მხარდაჭერას, ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 მარტს აკადემიაში დაგეგმილი ონლაინ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის თემას წარმოადგენდა „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“. ტრენინგს წარუძღვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, რომელმაც ისაუბრა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში, შეფასების სისტემის ელემენტები, მისი […]

ფარმაციის პროგრამის სტუდენტები

ფარმაციის პროგრამის სტუდენტები შეფასების კომპონენტი განხორციელდა საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ფარმაციის სასწავლო ლაბორატორიაში.

CISCO ACADEMY

მიმდინარე წლის 19 მარტს აკადემიაში ჩანიშნული საინფორმაციო შეხვედრა გაიართა, IT Essentials: PC Hardware and Software კურსთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე აკადემიის CISCOS სერტიფიცირებულმა ტრენერმა, IT პროგრამების ხელმძღვანელმა ლაშა იაშვილმა ისაუბრა კურსზე სწავლის სპეციფიკაზე, დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ აკადემია გთავაზობთ ლიცენზირებული საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას IT Essentials: PC Hardware and Software კურსის ფარგლებში.

შეხვედრა ლოგისტიკის ინტეგრირებული პროგრამის შესახებ

#ლოგისტიკისინტეგრირებულიპროგრამა #SBAში მიმდინარე წლის 16 მარტს აკადემიის დირექტორთან ია ერაძესთან დაგეგმილი ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ლოგისტიკის ინტეგრირებული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრის მონაწილე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირდაპირ გასაუბრებოდნენ აკადემიის დირექტორს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია პროგრამის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ დრო ეფექტურად, გთავაზობთ, სამ წელიწადში ისეთი დიპლომის […]

ტრენინგი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის!

ტრენინგის თემა: „შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“. ტრენინგის მიზანი: აკადემიის პროფესიული მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობა ტრენინგზე განხილული იქნება: შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში, შეფასების სისტემის ელემენტები, მისი თავისებურებები დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებში და ინტეგრირებული მოდულების სწავლებისას, ასევე შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის. სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული აკადემიის შიდა რეგულაციები […]

სამუშაო შეხვედრა

საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციაო ხასიათის შეხვედრა საექთნო საქმის პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან. შეხვედრაზე განმახორციელებელ პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია იმ ცვლილების შესახებ, რომელიც განხორცილედა აღნიშნულ პროგრამაში, იდენტიფიცირდა პირველ სასაწავლო პერიოდში წარმოშობილი გამოწვევები, გამოიკვეთა მზაობა მომდევნო სასწავლო პერიოდის განხორციელბასთან დაკავშირებით.

CISCO ACADEMY SBA-ში

#CISCOACADEMY #SBA საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში „CISCO ACADEMY-ის ბაზაზე ცხადდება მიღება IT Essentials: PC Hardware and Software კურსზე. აიტი ესენშიალის (IT Essentials) კურსის მიზანია წარმოგიდგინოთ კომპიუტერის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა ოპერაციული სისტემები, ქსელური ტექნოლოგიების კონცეფცია, მობილური მოწყობილობები, აიტი უსაფრთხოება და პრობლემათა აღმოფხვრის პროცესი. ეს ონლაინ კურსები საშუალებას მოგცემთ სრულყოთ თქვენი ცოდნა, რომელიც აუცილებელია აიტი სფეროში […]

ჩატარებული მასტერკლასი

მიმდინარე წლის 12 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში გაიმართა აკადემიის სტუდენტებისა და მსმენელებისთვის დაგეგმილი მასტერკლასი თემაზე: შექმენი ლიდერი საკუთარი თავისგან! მასტერკლასის მიზანი იყო: მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: პირადი პასუხისმგებლობის გამომუშავება, მიზანზე ორიენტირება და გადაწყვეტილების მიღება. მასტერკლასის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია ლიდერული თვისებების განვითარებაზე. მასტერკლასს გაუძღვა ტრენერი: მაკო ჯაოშვილი – პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, კომუნიკაციის […]